1. დეზაქტივაციის ჩატარებისას აუცილებელია დაცვითი ღონისძიებების გატარება და უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა, რათა არ მოხდეს ამ სამუშაოების ჩამტარებელი პირების დაბინძურება რადიოაქტიური ნივთიერებებით. სადეზაქტივაციო სამუშაოებზე დაკავებული პირები მიეკუთვნებიან პერსონალის „ბ” ჯგუფს, რის შესაბამისადაც განისაზღვრება მათი დასხივების ძირითადი დოზური ზღვრები (რუნ – 2000, ცხრილი 5.1).
2. ყველა სადეზაქტივაციო სამუშაო ტარდება ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების გამოყენებით. პერსონალი სამუშაოს ჩატარებისას უნდა აღიჭურვოს აირწინაღით, დამცველი ლაბადით, ხელთათმანებითა და წინდებით.
3. სადეზაქტივაციო სამუშაოების ჩასატარებლად დაცულ უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) დაცვითი საშუალებების როგორც ჩაცმა, ასევე გახდა უნდა ხდებოდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
ბ) მუდმივად უნდა მოწმდებოდეს ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების დაუზიანებლობა. დაზიანებული (დარღვეული, დახეული და სხვ.) ინდივიდუალური დაცვითი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია;
გ) დაცულ უნდა იქნეს ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებში ყოფნის დადგენილი დრო;
დ) დაცულ უნდა იქნეს სადეზაქტივაციო საშუალებებთან ფრთხილად მოპყრობა. არ შეიძლება მათი დაბინძურებულ ზედაპირებზე დაწყობა;
ე) დეზაქტივაციის დროს გამოყენებული მასალები უნდა განიხილებოდეს , როგორც რადიოაქტიური ნარჩენი და მათთან მოპყრობა განხორციელდეს შესაბამისი წესების დაცვით.
ვ) გამორიცხული უნდა იქნეს კონტაქტი (დაჯდომა, მიყუდება და სხვ.) დაბინძურებულ ზედაპირებთან;
ზ) ნივთი გამოყენებამდე წინასწარ დეზაქტივირებულ უნდა იქნეს;
თ) დაბინძურებული ხელთათმანებით არ შეიძლება სხეულის ღია ნაწილებთან შეხება;
ი) დეზაქტივაცია ისე უნდა ჩატარდეს, რომ შხეფები არ მოხვდეს დეზაქტივაციის ჩამტარებელ პერსონალს;
კ) ორგანიზებულ უნდა იქნეს სადეზაქტივაციო სამუშაოებში ჩართულ პირთა დოზიმეტრული კონტროლი;
ლ) პერიოდულად უნდა მოხდეს სადეზაქტივაციოდ გამოყენებული მოწყობილობებისა და დანადგარების დოზიმეტრული კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი დეზაქტივაცია;
მ) უნდა წარმოებდეს სამუშაო ტერიტორიის (მოედნის) სისტემატური დოზიმეტრული კონტროლი და ზაფხულობით პერიოდულად მოხდეს მისი გარეცხვა წყლით;
ნ) გამოყენებული სითხეები (მათში რადიონუკლიდების შემცველობაზე დამოკიდებულებით) გამტარი არხების მეშვეობით უნდა ჩაედინებოდეს სპეციალურ კანალიზაციაში, რომელიც განმხოებულია საერთო კანალიზაციის სისტემიდან;.
ო) ყურადღების ქვეშ უნდა იყოს წყლის გამტარი არხები და მშთანთქმელი ჭები, რათა არ მოხდეს მათი გადავსება;
პ) 4. ნაწილობრივი დეზაქტივაციის ჩატარებისას საჭიროა უსაფრთხოების დაცვა. დაუშვებელია იმ ადგილებთან შეხება, რომლებსაც არ ჩაუტარდათ დეზაქტივაცია. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ხის, ტყავის, რეზინის ნაკეთობებთან, ვინაიდან რადიონუკლიდები შესაძლებელია მათ სიღრმეში იყოს ჩასული და მათ დეზაქტივაცია ვერ განიცადონ.
5. დეზაქტივაციის დამთავრების შემდეგ პერსონალმა უნდა გაიაროს დოზიმეტრული და სანიტარიული დამუშავება. სანგამტარის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს სანწდან 2.6.1. 002-02-ით აღნიშნულ მოთხოვნებს.
6. სანგამტარს უნდა გააჩნდეს პირობით „ჭუჭყიანი” და პირობით „სუფთა” ზონები. “ჭუჭყიან” ზონაში პერსონალი იხდის ინდივიდუალურ დაცვით საშუალებებს და გაივლის სანგამტარს. „სუფთა” ზონაში ხდება მისი განმეორებითი დოზიმეტრული კონტროლი და სუფთა ტანსაცმლით აღჭურვა.
7. დაბინძურებული ინდივიდულური დაცვითი საშუალებები უნდა გაიგზავნოს დეზაქტივაციისათვი