1. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დადასტურებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვირუსოლოგიურ გამოკვლევებს.ვირუსის გამოყოფა და ჰემადსორბციის ტესტი (HAD) მიჩნეულია რეფერალურ ვირუსოლოგიურ გამოკვლევად და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს დამადასტურებელი ტესტის სახით. მათი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი იმუნოფლუორესცენტული ტესტის (DIFT) ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) საშუალებით, გამოკვლევების დადებითი შედეგები არ ასოცირდება დაავადების კლინიკური ნიშნების ან დაზიანების გამოვლენასთან და ნებისმიერ სხვა საეჭვო შემთხვევაში.

2. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) პირველადი აფეთქება შესაძლოა დადასტურდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დაფიქსირდება დაავადების კლინიკური ნიშნები ან დაზიანებები საეჭვო ღორებში და თუ დადებითი შედეგი ექნება ამავე საეჭვო ღორებიდან აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულ არანაკლებ ორ განსხვავებულ ანტიგენის, გენომის ან ანტისხეულის გამოვლენის ტესტს.

3. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მეორადი აფეთქება შესაძლოა დადასტურდეს, თუ დადასტურებულ აფეთქებასთან ან შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კავშირის გარდა, საეჭვო ღორებში დაფიქსირდება დაავადების კლინიკური ნიშნები ან დაზიანებები და თუ ანტიგენის, გენომის ან ანტისხეულების გამოვლენის ტესტი აჩვენებს დადებით შედეგს.

4. გარეულ (მოხეტიალე) ღორებში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) პირველადი შემთხვევის დადასტურება მოხდება ვირუსის გამოყოფის შემდეგ ან იმ შემთხვევაში, თუ დადებითი შედეგი ექნება არანაკლებ ორი ანტიგენის, გენომის ან ანტისხეულების გამოსავლენ ტესტს. გარეულ (მოხეტიალე) ღორებში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) შემდგომი შემთხვევები, რომელთა შემთხვევაშიც აღმოჩენილია ეპიდემიოლოგიური კავშირი წინა დადასტურებულ შემთხვევებთან, შესაძლოა დადასტურდეს თუ ანტიგენის, გენომის ან ანტისხეულების გამოვლენის ტესტი აჩვენებს დადებით შედეგ