1. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა (აღმოჩენა) რეკომენდებულია ქვემწვავე და ქრონიკული ფორმების, ფართომაშტაბიანი გამოკვლევების და ღორის აფრიკული (ჭირის) ცხელების აღმოფხვრის პროგრამებისთვის, ვინაიდან:
ა) დაინფიცირებულ ღორში სწრაფად ხდება ანტისხეულების წარმოქმნა. ასეთ ღორში ანტისხეულების გამოვლენა ჩვეულებრივ შესაძლებელია შრატის ნიმუშებში დაინფიცირებიდან 7-10 დღის განმავლობაში;
ბ) ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოიქმნება მხოლოდ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსით დაინფიცირებისას;
გ) ანტისხეულები ხანგრძლივად არსებობს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულ ღორში შეინიშნება კონკრეტული ანტისხეულების მაღალი დონე მრავალი თვის განმავლობაში, ან ზოგიერთი ღორის შემთხვევაში მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი.
2. ღორის აფრიკული (ჭირის) ცხელების სპეციფიური დედისეული ანტისხეულები შესაძლოა გამოვლინდეს გოჭებში სიცოცხლის პირველივე კვირებში. გოჭებში დედისეული ანტისხეულები რჩება დაახლოებით სამი კვირა. სამ თვეზე უფროსი ასაკის გოჭებში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების დედისეული წარმოშობა ნაკლებ სარწმუნოა.
3. ორგანოების პლაზმის ან შრატის ექსუდატებში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა ხდება საეჭვო სადგომში ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის ხელშეწყობისათვის, დადასტურებული აფეთქების შემთხვევაში, ინფექციის შეტანის სავარაუდო თარიღის დადგენის მიზნით და მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნებისათვის.
4. სადგომში სეროდადებითი ღორის ადგილმდებარეობამ შესაძლოა მოგვაწოდოს ფასეული ინფორმაცია ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) გამომწვევი ვირუსის სადგომში შეღწევასთან დაკავშირებით.
5. სეროლოგიური გამოკვლევების შედეგების ზუსტი შეფასება უნდა მოხდეს მთლიანი კლინიკური, ვირუსოლოგიური და ეპიდემიოლოგიური შედეგების გათვალისწინებით იმ მოკვლევის ფარგლებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დადასტურების ან ეჭვის არსებობის წესის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნების თანახმა