ვირუსული ანტიგენის გამოვლენა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ენზიმშემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) ტექნიკის გამოყენებით, მაგრამ ეს მეთოდი რეკომენდებულია მხოლოდ დაავადების მწვავე ფორმებისთვის მისი დაბალი მგრძნობელობის გამო, როდესაც სახეზეა ანტიგენ-ანტისხეულების კომპლექსი. ენზიმ შემაკავშირებელი იმუნოფერმენტული ანალიზის (ELISA) ანტიგენის მგრძნობელობა უნდა იყოს საკმარისად მაღალი იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს დადებითი შედეგი იმ ცხოველებისგან, რომლებიც ავლენენ ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მწვავე ფორმისთვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს. ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდებულია ამ ტესტის გამოყენება მხოლოდ ღორების კოლტში გამოკვლევისას სხვა ვირუსოლოგიურ გამოკვლევებთან ერთობლიობაშ