1. ნიუკასლის დაავადების დიაგნოზის ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ, ეპიდემიის კერის გარშემო არანაკლებ 3 კმ-ის რადიუსით უნდა შექმნას დამცავი ზონა, რომელიც შედის არანაკლებ 10 კმ - ის რადიუსის საკონტროლო ზონაში.
2. ზონების შექმნისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს:
ა) ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად განხორციელებული ეპიდემიოლოგიური გამოკითხვის შედეგები;
ბ) გეოგრაფიული მდებარეობა;
გ) საფრინველეების ადგილმდებარეობა და სიახლოვე;
დ) ეკოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ფაქტორები;
ე) მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო და დამცავ ზონებში მყოფი პირების ინფორმირება ყველა აკრძალვა - შეზღუდვასა და ამ წესით დადგენილი ზომების გატარებაზ