ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა უნდა ითვალისწინებდეს :

ა) საფრინველეებსა და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების დაფიქსირებიდან გამოკითხვის ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობას;

ბ)  საფრინველეებში და სამტრედეებში ნიუკასლის დაავადების შესაძლო წარმოშობასა და სხვა საფრინველის, სამტრედისა და გალიებში მყოფი ფრინველის იდენტიფიკაციას, სადაც ისინი   შეიძლება დაინფიცირდნენ დაავადების იმავე წყაროდან;

გ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების,   ფრინველის, მტრედის და გალიაში მყოფი ფრინველის, კვერცხის, ხორცის გადაადგილებას ან ნებისმიერ ფაქტორს, რის შედეგად შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული ადგილიდან სხვა ადგილა