1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინფიცირებული შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელშიც ნიუკასლის დაავადების არსებობა ოფიციალურად დასტურდება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად ან მეორე ან შემდგომი აფეთქებისას , ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები გამოვლინდა იგივე კერაში;

ბ) დაინფიცირებაზე   საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი, რომელსაც აქვს ნიუკასლის დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები ან სიკვდილის შემდგომი დაზიანებები;

გ) კონტამინაციაზე საეჭვო შინაური ფრინველი - ნებისმიერი შინაური ფრინველი , რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ექვემდებარება ვირუსის ზეგავლენას;

დ) საზოგადოებრივი კვების ანარჩენები - ნარჩენები სამზარეულოებიდან , საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, ან ნებისმიერი სხვა საწარმოდან, რომელიც წარმოება - გადამუშავებისათვის იყენებს ხორცს;

ე) კონტაქტური საფრინველე ან სამტრედე - ობიექტი, რომელიც ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსით ბინძურდება ადამიანის, ფრინველის ან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შედეგად ან სხვა გზით;

ვ) სახელმწიფო ვეტერინარი ექიმი (შემდგომში -  „სახელმწიფო ვეტერინარი“)   - ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული,  სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააგენტოს მიერ უფლებამოსილია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

ზ) სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედი -   ნებისმიერი მტრედი , რომელიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოყავთ სამტრედედან და ღონისძიების დასრულების შემდეგ აბრუნებენ უკან;

თ) სამტრედე - ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სპორტული და გასართობი დანიშნულების   მტრედის   შესანახად ან   მოსაშენებლად;

ი) მფლობელი - პირი, რომელსაც ჰყავს შინაური ფრინველი ან/და სპორტული ან/და გასართობი დანიშნულების მტრედი საკუთრებაში ან მფლობელობაში ფინანსური მოგების ან სხვა მიზნით;

კ) საფრინველე - ობიექტი (ფერმერული მეურნეობა, ოჯახური წარმოება), სადაც ხდება შინაური ფრინველის მოშენება ან შენახვა, მუდმივად ან დროებით.

2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის   კოდექსით“ განსაზღვრული ტერმინები , თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილ