1. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს სახელმწიფო ვეტერინარის გამოცხადება ადგილზე, რომელიც დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით, იღებს ნიმუშებს და აგზავნის ლაბორატორიაში გამოკვლევისათვის.

2.  სააგენტოს გადაწყვეტილებით, ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, საფრინველეზე   უნდა დაწესდეს ზედამხედველობა:

ა) განხორციელდეს სხვადასხვა კატეგორიისა და ასაკის ფრინველის დათვლა, შედგეს დაავადებული, მკვდარი ან თითოეულ კატეგორიაში სავარაუდოდ ინფიცირებული ფრინველის რაოდენობის ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი უნდა განახლდეს, მათი გამოჩეკის და სიკვდილის შემთხვევების გათვალისწინებით, საეჭვო პერიოდის განმავლობაში. მოპოვებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს სააგენტოში მოთხოვნისთანავე და შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება ყოველი ვიზიტის დროს;

ბ) ყველა ფრინველი შემოიფარგლოს თავის სადგომში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება მათი იზოლირება;

გ) არცერთი ფრინველი არ უნდა შეიყვანონ ან/და გამოიყვანონ საფრინველედან.

3. საფრინველეში ან საფრინველედან ადამიანების, ცხოველისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დასაშვებია სააგენტოს ნებართვის საფუძველზე.

4. სააგენტოს ნებართვის გარეშე, დაუშვებელია მკვდარი ან/და დაკლული ფრინველის   ხორცის ან მათი საკვების, ნარჩენების, სკორეს, ქვეშსაგების, ჭურჭლის, მასალების საფრინველედან გამოტანა.

5. დაუშვებელია კვერცხის გამოტანა საფრინველედან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც   სააგენტოს ნებართვით პირდაპირ იგზავნება აღიარებულ საწარმოთა რეესტრში მითითებულ კვერცხის პროდუქტების მწარმოებელ და/ან გადამამუშავებელ   საწარმოში.

6. აღიარებულ საწარმოთა რეესტრიდან, კვერცხის პროდუქტების მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი საწარმო სააგენტოს მიერ შეირჩევა   იმ შემთხვევაში თუ:

ა)   საწარმოს შეუძლია კვერცხის პროდუქტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლების გამოკვლევების ჩატარება;

ბ)   კვერცხის პროდუქტები ინახება შემნახველ საკნებში, სადაც არსებობს შენახვის შესაბამისი პირობები და იწარმოება ჩანაწერები, ამასთან გაცივების მაჩვენებელი უზრუნველყოფს შენახვისათვის საჭირო ტემპერატურის მიღწევას უმოკლეს დროში და ჰაერი მათ გარშემო თავისუფლად ცირკულირებს, გარდა გარემოს ტემპერატურაზე შენახული კვერცხის პროდუქტებისა;

გ) ტემპერატურა , შემნახველ საკანში არ აღემატება ღრმად გაყინული პროდუქტებისთვის  -180C,   გაყინული პროდუქტებისთვის  -12 0C, გაგრილებული პროდუქტებისთვის +40C;

დ) კვერცხის პროდუქტების ტრანსპორტირებისას შენარჩუნდება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტემპერატურა და დაცული იქნება დაზიანებისაგან;

ე) ლაბორატორიული გამოკვლევებისა და შემოწმების შედეგების   ჩანაწერებს აწარმოებს   და ინახავს 2 წლის ვადით.

7. კვერცხის პროდუქტის ყოველი პარტიის ეტიკეტირება და საიდენტიფიკაციო ნიშნის დადება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

8. კვერცხის შერჩეულ საწარმოში გაგზავნამდე სატრანსპორტო საშუალება ილუქება   სახელმწიფო ვეტერინარის მიერ და წინასწარ ატყობინებს ამ საწარმოს და სააგენტოს კვერცხის გაგზავნის შესახებ.

9. სააგენტო   ზედამხედველობას უწევს, რომ:

ა) ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული კვერცხი ინახებოდეს სხვა კვერცხისგან იზოლირებულად , მათი მიღებიდან   გადამუშავებამდე;

ბ) ასეთი კვერცხის ნაჭუჭები მიჩნეულ იქნას მაღალი რისკის შემცველ მასალად და განადგურდეს დამარხვით ან დაწვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კვერცხის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება,  შესაფუთი მასალა, კვერცხთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი მასალა, გასუფთავდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია ისე, რომ განადგურდეს ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი.

10. სახელმწიფო ვეტერინარი წერილობით ინფორმირებული უნდა იყოს   გადამუშავებული კვერცხის ყველა პარტიის შესახებ.

11. საფრინველეს შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილ სანიტარიულ გამტარში, სადეზინფექციო ხალიჩებზე, სადეზინფექციო ბარიერებზე გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები, ოჯახურ წარმოებაში გამოიყენება სადეზინფექციო ხალიჩები გაჟღენთილი შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. საფრინველეში შესვლა - გამოსვლისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ჰიგიენური პროცედურები, რომელიც საჭიროა ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

12. ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, ხორციელდება ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა   ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

13. ნიუკასლის დაავადებაზე საეჭვო შინაური ფრინველის მფლობელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-2-მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

14. სააგენტომ   ამ მუხლის მე-2-მე-11 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები უნდა   გაატაროს იმ საფრინველეებშიც, რომლებიც ნიუკასლის დაავადების შეჭრისა და გავრცელების საშიშროების ქვეშ არიან.

15. ამ მუხლით დადგენილი ზომები არ უნდა გაუქმდეს ნიუკასლის დაავადებაზე   ეჭვის ოფიციალურად გამორიცხვამდ