1. ფრინველ (ებ) ის და/ან სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედ (ებ) ის და/ან გალიაში მყოფი ფრინველ (ებ) ის მფლობელი ან მომვლელი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს ინფორმაცია ფრინველის საფრინველეში შეყვანისა და საფრინველედან გაყვანის, კვერცხის საფრინველეში შეტანის და გატანის, სპორტული და/ან გასართობი დანიშნულების მტრედების შოუებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების შესახებ.
2. ყველა პირი, რომელიც დაკავებულია ფრინველის, კვერცხის , გალიაში მყოფი ფრინველისა და სპორტული და გასართობი დანიშნულების მტრედის ტრანსპორტირებითა ან/და ყიდვა - გაყიდვით, ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და მიაწოდოს მათ ხელთ არსებული ინფორმაცი