1. მატარებელი მტრედების ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ნიუკასლის დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფო ვეტერინარმა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოკვლევა დაავადების დადასტურებისათვის ნიმუშების აღება ლაბორატორიული გამოკვლევისთვის ან დარწმუნდეს, რომ ნიმუშები უკვე აღებულია.
2. დაავადებაზე ეჭვის მიტანისას, სააგენტომ უნდა მოაქციოს სამტრედე ან საეჭვო ადგილი ზედამხედველობის ქვეშ და აკრძალოს მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის ან ინფექციის გამავრცელებელი (გადამტანი) ნებისმიერი ფაქტორის მიერ ტერიტორიის დატოვება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ზომები გრძელდება ვიდრე სახელმწიფო ვეტერინარი არ გამორიცხავს ნიუკასლის დაავადებას.
4. ნიუკასლის დაავადების ოფიციალურად დადასტურებისთანავე, სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე -3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი ზომების გამოყენება დაავადების აღმძვრელის მატარებელ მტრედებთან ან გალიაში მყოფ სხვა ფრინველთან და ნიუკასლის დაავადების ვირუსით დაინფიცირებულ სამტრედესთან დაკავშირებით;
ბ) მტრედის ან გალიაში მყოფი სხვა ფრინველის გადაადგილების აკრძალვა სამტრედეს გარეთ ან მეურნეობაში არანაკლებ 60 დღისა, მას შემდეგ რაც ნიუკასლის დაავადების კლინიკური ნიშნები გაქრება;
გ) სავარაუდოდ დაბინძურებული ნებისმიერი გადაცემის ფაქტორის ან ნარჩენის განადგურება ან დამუშავება ისე, რომ ნიუკასლის დაავადების გამომწვევი ვირუსი და 60 დღის მანძილზე დაგროვილი ყველა ნარჩენი განადგურდეს;
დ) ეპიდემიოლოგიური გამოკითხვა ამ წესის მე-9 მუხლის მიხედვი