1. სამსახურმა უნდა განახორციელოს დოკუმენტური და იდენტობის შემოწმებები არადისკრიმინაციული გზით შინაურ ბინადარ ცხოველებზე, რომლებიც ექვემდებარებიან არაკომერციულ გადაადგილებას ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან.

2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან ქვეყანაში არაკომერციული გადაადგილების დროს, მფლობელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტურ და იდენტობის შემოწმებებზე პასუხისმგებელი სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე:

ა) წარუდგინოს ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ასეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობას;

ბ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ხელმისაწვდომობა აღნიშნული შემოწმებებისთვი