1. ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სამსახურმა უნდა განახორციელოს დოკუმენტური და იდენტობის შემოწმებები მგზავრებისათვის განკუთვნილ დერეფანში შინაურ ბინადარ ცხოველებზე, რომლებიც ქვეყანაში ექვემდებარებიან არაკომერციულ გადაადგილებას იმ ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან, კონკრეტულ შემთხვევაში, ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში).

2. ქვეყანაში, იმ ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან, კონკრეტულ შემთხვევაში, მე-9 მუხლის შესაბამისად შედგენილ ჩამონათვალში (სიაში),   შემოსვლის დროს მფლობელი ან უფლებამოსილი პირი უნდა დაუკავშირდეს მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნის მაკონტროლებელ სამსახურს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმებებისთვის და ვალდებულია:

ა) წარუდგინოს ამ წესის შესაბამისად მოთხოვნილი შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ასეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობას;

ბ) უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის ხელმისაწვდომობა აღნიშნული შემოწმებებისთვის.

3. სამსახურმა უნდა შეადგინოს და, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს მგზავრებისათვის განკუთვნილი დერეფნების ჩამონათვალი.

4. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალისტები, რომლებიც ასრულებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებებს:

ა) სრულად იყვნენ ინფორმირებულნი ამ წესის მე-4 − მე-9 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ და გაიარონ საჭირო ტრენინგი ამ წესით დადგენილი მოთხოვნების განსახორციელებლად;

ბ) აწარმოონ ჩანაწერები განხორციელებული შემოწმებების საერთო რაოდენობისა და აღნიშნული შემოწმებების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების შემთხვევების შესახე