1. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოდელი უნდა მოიცავდეს გრაფებს შემდეგი ინფორმაციის შეტანისათვის:

ა) ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შინაური ბინადარი ცხოველის აღწერილობა ან ნიშანდების მახასიათებლები;

ბ) შინაური ბინადარი ცხოველის სახეობა, ჯიში, დაბადების თარიღი, რომელიც მითითებულია მფლობელის მიერ, სქესი და ფერი;

გ) მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) სახელმწიფო ან ავტორიზებული ვეტერინარის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ხელმოწერა;

ე) სერტიფიკატის ნომერი;

ვ) ცოფის გარდა სხვა დაავადებებისთვის ჯანმრთელობის დაცვის პრევენციული ზომების დეტალები;

ზ) დამმოწმებელი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი და ხელმოწერა;

თ) კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის სახელი, ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ახორციელებს ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრულ შემოწმებებს და აღნიშნული შემოწმებების თარიღი;

ი) შინაური ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

2. მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი წერილობითი დეკლარაცია, რომელიც ადასტურებს, რომ შინაური ცხოველის გადაადგილება არის არაკომერციული გადაადგილება, უნდა იყოს ამ წესის  მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნაწილ