ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო დოკუმენტი უნდა გაიცეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე ან ავტორიზებული ვეტერინარის მიერ და შემდეგ დამოწმებული უნდა იქნეს გამგზავნი ქვეყნის ან ტერიტორიის კომპეტენტური ორგანოს მიერ მას შემდეგ, რაც გამცემი ვეტერინარი:

ა) შეამოწმებს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი ნიშანდებულია ამ წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას სათანადოდ შეიტანს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შესაბამის გრაფებში და დაადასტურებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა