ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გაუთვალისწინებლად, ანტისხეულების ტიტრაციის ტესტი არ მოითხოვება ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობების შინაური ბინადარი ცხოველებისთვის, რომლებიც ქვეყანაში გადაადგილდებიან ამ წესის მე-7 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად მითითებული სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან:

ა) პირდაპირ;

ბ) საცხოვრებელი ადგილიდან, მხოლოდ სიით განსაზღვრული ერთი ან მეტი სხვა ქვეყნიდან ან მისი ტერიტორიიდან;

გ) იმ ტერიტორიაზე ან სხვა ქვეყანაში ტრანზიტის შემდეგ, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ან მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ჩამონათვალში (სიაში), იმ პირობით, რომ მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს ამ წესის დანართ №3-ის − „დეკლარაცია“ შესაბამისად ხელმოწერილ დეკლარაციას იმის თაობაზე, რომ ცხოველებს არ ჰქონიათ კონტაქტი ცოფის ამთვისებელ სხვა ცხოველებთან და დაცულნი იყვნენ სატრანსპორტო საშუალებაში ან საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზ