1. ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა ერთი არაკომერციული გადაადგილების დროს, რომელიც შეიძლება თან ახლდეს მფლობელს ან უფლებამოსილ პირს, არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულის გაუთვალისწინებლად, ამ წესის დანართ №1-ის „ა“ ნაწილით განსაზღვრული სახეობის შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ხუთს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შინაური ბინადარი ცხოველების არაკომერციული გადაადგილება ხდება კონკურსებში, გამოფენებზე ან სპორტულ ღონისძიებებზე ან ასეთ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით;
ბ) მფლობელი ან უფლებამოსილი პირი წარადგენს წერილობით საბუთს, რომ შინაური ბინადარი ცხოველი რეგისტრირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებში დასწრებისთვის ან ასოციაციაში, რომელიც ახდენს ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას;
გ) შინაური ბინადარი ცხოველების ასაკი ექვს თვეს აღემატება.
3. სამსახური უფლებამოსილია, განახორციელოს ადგილზე შერჩევითი შემოწმება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობის დასადასტურებლად.
4. თუ შინაური ბინადარი ცხოველების მაქსიმალური რაოდენობა გადააჭარბებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რაოდენობას და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები არ სრულდება, აღნიშნული შინაური ბინადარი ცხოველები უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველის ჯანმრთელობის მოთხოვნებს კონკრეტული სახეობებისთვის და სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ცხოველები დაექვემდებარონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ შემოწმება