1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შემდგენი  იურიდიული პირის ხელმძღვანელი. უფლებამოსილ პირს ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, რისთვისაც   უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსის დაცულობას.

2. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირისათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგა