ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№124-რს
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.018295
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 48-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს  2017 წლის 1 ივლისამდე.“.

2. 49-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“.

3. 50-ე მუხლის:

ა) მე-3–მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.

6. ამ კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. ამ კოდექსის მე-9 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის 1 დეკემბრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 დეკემბერი 2016 წ.

N124-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

ნარჩენების მართვის კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 21.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №124-რს. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.018295.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №124-რს, 21.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018295 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3504201/