პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2018 ბოლო ცვლილება 30.05.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3220-რს
სარეგისტრაციო კოდი
240110000.05.001.019103
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის:

ა) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. ამ თავში გამოყენებული ტერმინები და მარეგულირებელი ნორმები გამოიყენება V კლასის შენობა-ნაგებობის მიმართ.“;

ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული I−IV კლასების შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები.“.

2. მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებით, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირებისა და დოკუმენტური კონტროლის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია:

ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს აგრეთვე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას;

ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება;“.

3. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

4. 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 251 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

7. 45-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „ა.ა“−„ა.გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

8. 46-ე და 47-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 11

1. ამ კანონის მოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება და მათში ცვლილებების შეტანა, აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა განხორციელდეს 2019 წლის 3 ივნისამდე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამ ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები და მათ საფუძველზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა ან მათი გაუქმება/ძალადაკარგულად გამოცხადება შეიძლება განხორციელდეს იმავე წესით, რომელიც მათი მიღებისათვის ან გაუქმებისათვის/ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის იყო დადგენილი.

საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4747 – ვებგვერდი, 30.05.2019წ.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 ივლისი 2018 წ.

N3220-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (5 მუხლი)

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.05.2019.
როდის იქნა მიღებული „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3220-რს. სარეგისტრაციო კოდი — 240110000.05.001.019103.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.05.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.05.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3220-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.019103 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4269910/