ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ნარჩენების მართვის კოდექსი 26.12.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 26-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგისტრაციას ექვემდებარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობები:
ა) ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება;
ბ) 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
გ) წელიწადში 100 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის წინასწარი დამუშავება;
დ) არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება;
ე) ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება;
ვ) წელიწადში 10 ტონამდე არასახიფათო ნარჩენის აღდგენა/განთავსება;
ზ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას.“.
2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:
„8. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული იმ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელება, რომელიც სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N788-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №788-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.102778.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №788-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.102778 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6536278/