1. თუ
საქართველოს კანონის “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093-ე მუხლით ან საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის
საჭიროა ადმინისტრაციული წარმოება მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ასევე ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 513, 533, 55-ე, 553,642, 825, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე
,150-ე მუხლითა და
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში.
2. ოქმი დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად, დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს;
ბ)
მეორე – რჩება ოქმის შემდგენელთან;
გ) მესამე – ჰბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას, ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენლისათვის ცნობილ მისამართზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო;
ბ) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი გვარი, მისამართი პირადი N და სხვა პირადი მონაცემები; იურიდიული პირის შემთხვევაში –
სახელწოდება, იურიდიული მისამართი საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და მისი მონაცემები);
დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო არსი);
ე) დარღვეული სამართლებრივი ნორმა, მუხლი, ნაწილი ქვეპუნქტი);
ვ) მოწმე(ები) არსებობის შემთხვევაში (სახელი გვარი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N; ხელმოწერა);
ზ) დაზარალებულ(ებ)ი არსებობის შემთხვევაში
(სახელი გვარი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი N; ხელმოწერა);
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;
ი) შენიშვნის შინაარსი;
კ) სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი;
ლ)
ოქმის შემდგენელის სახელი გვარი, ხელმოწერა თარიღი;
4. თუ სამართალდამრღვევს არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ოქმის შემდგენმა პირმა, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 243-ე მუხლის 2
1
ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში.
5. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით, ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირს).
6. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
7. ოქმის ფორმაზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და შესაბამისი სამსახურის ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას.
8. ოქმი მისი შედგენიდან დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
9. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა მონაცემების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი მერიის სტრუქტურული ერთეულებ