1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს რისკ-ფაქტორების, კერძოდ მანგანუმისა და ვიბრაციის ერთდროული არახელსაყრელი ზემოქმედების მედიკო-ბიოლოგიური პროფილაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სავალდებულო წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები. ყველა ის პირი, რომელიც მუშაობას იწყებს მავნე საწარმოო ფაქტორის არსებობის პირობებში, უნდა ექვემდებარებოდეს წინასწარ სამედიცინო გასინჯვას, რომლის მიზანია – მოცემული პროფესიისათვის პიროვნების ვარგისიანობის დადგენა, უკუჩვენებების გამოვლენა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება.
2. გასინჯვების ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი, რომელიც იწვევს პროფესიული პათოლოგიის განვითარებას შედარებით მოკლე ვადებში.
3. სამედიცინო გასინჯვები უნდა ტარდებოდეს იმ სამკურნალო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტების მიერ, რომლებიც ემსახურებიან ამა თუ იმ წარმოებას.
4. ჩატარებული გამოკვლევები საშუალებას იძლევა გაირკვეს მავნე და არახელსაყრელ შრომის პირობებში მომუშავის პროფვარგისიანობა. სამუშაოზე მიღებულ პირთა გამოკვლევის შედეგები ფიქსირდება მათ პირად ამბულატორიულ რუკაში (ფორმა №025) და მხედველობაში მიიღება პერიოდული სამედიცინო გასინჯვებისას. შემუშავებულია სპეციალური უკუჩვენებები საშიშ და მავნე ნივთიერებებთან კონტაქტში სამუშაოდ მუშაკის მიღებისას.
5. პერიოდული სამედიცინო გასინჯვები უზრუნველყოფს პროფესიული რისკის პირობებში მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დინამიკურ დაკვირვებას, პროფესიული დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას, მის პროფილაქტიკას და საერთო სომატური დაავადებების გამოვლენას, რომელიც შრომის არახელსაყრელ პირობებში მუშაობის წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს.
6. პერიოდული სამედიცინო გასინჯვის ჩატარების შემდეგ მომუშავის სამუშაოზე დაშვების საკითხი წყდება ინდივიდუალურად: ჩვენებებისა და უკუჩვენებების, ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის, პათოლოგიური პროცესის ხასიათის და გამოხატულების ხარისხის, ასაკის, სამუშაო სტაჟის, პროფესიული მომზადების, შრომის პირობების და სხვ. გათვალისწინებით
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 5. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები
თავი V — სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 252. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
- მუხლი 251. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
- მუხლი 292. ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
- მუხლი 250. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
- მუხლი 290. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
- მუხლი 248. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობრივი მოქმედების პროფილაქტიკა. ჰიგიენური, სანიტარიულ-ტექნიკური, მედიკო-ბიოლოგიური,
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით
- მუხლი 4. 1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სანიტარიულიზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობა: დანადგ
- მუხლი 6. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ერთდროული მოქმედების პირობებში მყოფ პირთა დისპანზერიზაცია
- მუხლი 7. პირველადი პროფილაქტიკის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
- მუხლი 8. მეორადი პროფილაქტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს
- მუხლი 9. 1. დისპანსერული აღრიცხვის I ჯგუფში შედიან ის მომუშავენი, რომელთაც არა აქვთ პროფესიული დაავადების არავითარი ნიშნები, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელი პირები. II ჯგუფში შედიან დაავადების განვითარების მაღალი რ
- მუხლი 10. 1. საწარმოს სამედიცინო ნაწილის ან პოლიკლინიკის პირობებში I,II და III აღრიცხვის ჯგუფებში შემავალ პირთა მკურნალობისათვის შესაძლოა რეკომენდებულ იქნეს ფართო გამოყენებისათვის ხელმისაწვდომი შემდეგი სამკურნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-5-4/