1. საქართველოს სამთამადნო წარმოებაში (კერძოდ ჭიათურის მაღაროებში) მომუშავენი იმყოფებიან ფიზიკური (ლოკალური ვიბრაცია) და ქიმიური (მანგანუმის მტვერი დეზინტეგრაციის აეროზოლის სახით) ფაქტორების ერთდროული ზემოქმედების ქვეშ, რასაც თან ერთვის სხვა საწარმოო მავნე ფაქტორების (სტატიკურ-დინამიკური დაძაბვა, ხელების გადაციება, დასველება, ხმაური და სხვ.) მოქმედებაც. ყოველივე ეს განაპირობებს ამ პირებში სხვადასხვა პროფესიული დაავადებების თანაარსებობას, როგორიცაა ვიბრაციული დაავადება და მანგანუმით ინტოქსიკაცია, ანუ ვიბრომანგანიზმი.
2. ცალკე აღებული ქიმიური ფაქტორი – მანგანუმი ადამიანის ორგანიზმში ძირითადად ხვდება აეროზოლის სახით სასუნთქი სისტემიდან, ხოლო მცირე რაოდენობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. შესაძლებელია მისი შეღწევა ორგანიზმში დაუზიანებელი კანიდანაც. დიდი რაოდენობით მანგანუმის მოხვედრის საშიშროება არსებობს მანგანუმის მოპოვების, გამდიდრების და გადამუშავებისას.
3. მანგანუმი არ იწვევს მწვავე მოწამვლას. მისი ხანგრძლივი მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს, ერთი მხრივ, სუნთქვის ორგანოების პროფესიული დაავადება, ხოლო, მეორე მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე ინტოქსიკაცია ანუ მანგანიზმი, რომელიც თავისი კლინიკური გამოვლინებით მოგვაგონებს ენცეფალიტურ პარკინსონიზმს.
4. ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ფაქტორს – ვიბრაციას იგი თავისი ბუნებით წარმოადგენს მექანიკურ რხევით მოძრაობას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება. მიაღწევს რა ადამიანის ორგანიზმის რაიმე ნაწილს, ვიბრაცია მისი სიხშირის, რხევის წყაროს, კონტაქტის ფართობის და სხვ. გათვალისწინებით შეიძლება გავრცელდეს როგორც მთელ სხეულზე – ზოგადი ვიბრაცია, ასევე ორგანიზმის ცალკეულ უბანზე – ლოკალური ვიბრაცია.
5. ლოკალური ვიბრაციის მოქმედებისას ადამიანის სხეულის რხევა ხდება ვიბრაციის ზემო კიდურებიდან გადაცემის გზით. ვიბრაციის ასეთო ფორმა უფრო ხშირია დარტყმითი ან ბრუნვითი მოქმედების ხელის მექანიზებულ იარაღებთან მომუშავე პირებში. ორგანიზმზე ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედება იწვევს ვიბრაციულ დაავადებას – პროფესიული დაავადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე ფორმას.
6. ვიბრაციული დაავადების კლინიკური სურათი დასაწყისში ვლინდება ნერვული და სისხლძარღვოვანი სისტემების დაზიანებით, შემდეგ პროცესი ვრცელდება საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე, თითქმის ყველო ორგანოსა და სისტემაზე. დაავადების პროგრესირებისას ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითების პარალელურად ირღვევა ორგანიზმის ტკივილის, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობა. არსებულ სისხლძარღვოვან ცვლილებებს ახასიათებს გენერალიზაცია, რაც გამოიხატება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკულ უკმარისობაში (ცერებრული ანგიოდისტონური სინდრომი და ენცეფალოპათია).
7. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ამ ორი ფაქტორის ერთობლივი მოქმედებისას ადგილი აქვს არა მარტო პათოგენური მოქმედების მარტივ სუმირებას, არამედ ურთიერთპოტენცირებას, რაც იწვევს პროფესიული დაავადებების (ვიბრაციული დაავადება და მანგანუმით ინტოქსიკაცია) უფრო მძიმე მიმდინარეობას, ვიდრე ეს აღინიშნებოდა ცალკეული ფაქტორის იზოლირებული მოქმედებისას.
თავი III. მომუშავის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ძვრების
კლინიკური და პათოგენეზური ასპექტები ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობლივი მოქმედების
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 2. შესავალი
თავი II — ადამიანის ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობივი მოქმედების პროფილაქტიკა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. 1. ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულოა მანგანუმის ნაერთებთან ავადმყოფის კონტაქტის დროული შეწყვეტა. მანგანიზმის მკურნალობა გულისხმობს ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომატური კომპლექსების გამ
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობრივი მოქმედების პროფილაქტიკა. ჰიგიენური, სანიტარიულ-ტექნიკური, მედიკო-ბიოლოგიური,
- მუხლი 3. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით
- მუხლი 4. 1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სანიტარიულიზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობა: დანადგ
- მუხლი 5. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები
- მუხლი 6. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ერთდროული მოქმედების პირობებში მყოფ პირთა დისპანზერიზაცია
- მუხლი 7. პირველადი პროფილაქტიკის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-2-4/