ა) არასპეციფიკური – პათოგენეზური;
ბ) სპეციფიკური – ეტიოტროპული.
2. საკუთრივ დაავადების ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი რეციდივების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ზედა სასუნთქი გზების სანაცია ქრონიკული სინუსიტების, ტონზილიტის, ფარინგიტის, პოლინოზის და სხვ. დროული მკურნალობის გზით.
3. მწვავე შეტევის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ზოგადთერაპიულ და ალერგოლოგიულ კლინიკაში საყოველთაოდ აღიარებული მეთოდებით (ადრენალინი, ეფედრინი, ატროპინი, ეუფილინი, პაპავერინი, დროპერიდოლი, კლარიტინი და სხვა).
4. დაავადების დასაწყისში კარგ ეფექტს იძლევა აეროზოლები, ასთმოპენი, ბეროტეკი, ინტალი. გამოიყენება აგრეთვე თეოფედრინი, ანტასტმანი, სოლუტანი, ანტიჰისტამინური პრეპარატები – დიმედროლი, პიპოლფენი, სუპრასტინი, დიაზოლინი, ფენკაროლი, ტავეგილი და სხვა. თერაპიულ კომპლექსში ინფექციის გართულების შემთხვევაში ინიშნება აგრეთვე, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებიც.
5. ძალიან ეფექტურია კორტიკოსტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა. ამ პრეპარატებით მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია. კორტიკოსტეროიდული პრეპარატების დანიშვნა უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, მხოლოდ ძალიან მძიმე და ტორპიდული ფორმის პროფესიული ბრონქული ასთმის დროს, ინდივიდუალური სქემებით – ოპტიმალური დოზის და კურსის ხანგრძლივი შერჩევით.
6. პროფესიული ბრონქული ასთმის სპეციფიკური, ეტიოტროპული თერაპია უნდა წარიმართოს ორი ძირითადი პრინციპით:
ა) პროფესიულ ალეგრენთან კონტაქტის დროული, სრული და სამუდამო შეწყვეტა;
ბ) პროფესიული ალეგრენების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის გაზრდა სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაციის მეთოდის გამოყენებით.
7. მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, ასთმური ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს საჭიროა სანატორიულ-კურორტული მკურნალობა კონტინენტური კლიმატის პირობებში განლაგებულ სანატორიუმებში. ამ მხრივ საქართველოში რეკომენდებულია სურამი, შოვი, წყნეთი, ბახმარო, ქვიშხეთი. სასურველია, სისტემატურად ჩატარდეს სუნთქვითი ვარჯიში და ორგანიზმის თანდათანობითი გაკაჟება.
თავი VII. მანგანოკონიოზის მკურნალობ