2.  წელიწადში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს მკურნალობა 2%-იანი (5,0მლ) ნოვოკაინის ხსნარით კუნთებში (კურსზე 10-ინიექცია, დღეგამოშვებით); ვიტამინოთერაპია (B1, B6, C), მეთიონინი 0,5 (დღეში 3-ჯერ), ლიდაზა, მინისებრი სხეული.
3. ბრონქთა სპაზმის არსებობისას ნაჩვენებია მკურნალობა ბრონქოლიზური პრეპარატების და ტუტოვანი ხსნარების აეროზოლ-ინჰალაციებით. ბრონქიტის მოვლენების დროს – ანტიბიოტიკები ბაქტერიული ფლორის გათვალისწინებით, აგრეთვე პროპოლისის და ბორჯომის ინჰალაცია სხვადასხვა ფერმენტებთან ერთად (ტრიპსინი, ქემოტრიპსინი, რიბონუკლეაზა და სხვ.).
4. პრევენცია, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს მანგანუმის ნაერთების აეროზოლების შემცირებისაკენ: სამრეწველო პროცესების მექანიზაცია-ავტომატიზაცია, სველი ბურღვა, ქანების წყლით მოსხურება და სხვა. დიდი მნიშვნელობა აქვს პირადი ჰიგიენის დაცვას; სამუშაო ცვლის დამთავრების შემდეგ შხაპის მიღება, სპეცტანსაცმლის ტარება, საცვლების გამოცვლა, მტვერსაწინააღმდეგო რესპირატორების გამოყენება.
5. იმ პირების სამედიცინო შემოწმება, რომლებიც დაკავებულნი არიან მანგანუმისა და მისი შენაერთების დაფქვაზე, გაცრაზე, მანგანუმის ელექტროდების დამზადებაზე, მანგანუმის დიდი რაოდენობით შემცველი ფოლადის გამოდნობაზე, უნდა ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ, ხოლო მათი, ვინც მუშაობს მანგანუმშემცველი მადნის მოპოვებაზე, მანგანუმის მცირე რაოდენობის შემცველი ნაერთების დნობაზე, აგრეთვე დახურულ სივრცეში მომდინარე ელექტროშედუღებაზე – 12 თვეში ერთხელ.
6. პერიოდულ და წინასწარ სამედიცინო შემოწმებაში უნდა მონაწილეობდეს ნევროპათოლოგი, თერაპევტი, ალერგოლოგი და რენტგენოლოგი. აუცილებელია შემდეგი პარაკლინიკური გამოკვლევები: შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი ჰემოგლობინსა და ედს-ზე, მანგანუმის შემცველობა სისხლში და შარდში, ფილტვების ფენტილაციური უნარის შესწავლა, (განსაკუთრებით პნევმოტაქომეტრია), გულმკერდის რენტგენოგრაფია.
7. საერთო გამაჯანსაღებელი ხასიათის პრევენციულ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია ორგანიზმის გაკაჟება, სუნთქვითი ვარჯიში, ულტრაიისფერი სხივებით დასხივება, ვიტამინოთერაპია, ინჰალაცია ტუტოვანი ხსნარებით – (ბორჯომის წყლით), პროპოლისის 10%-იანი ხსნარით, ბრონქთა გამაფართოებელი საშუალებებებით (ეუფილინი, ატროპინი და ა. შ. 3-4-ჯერ წელიწადში. კურსზე 15 პროცედურა), პერიოდული მკურნალობა სანატორიუმებში.
თავი VIII. საექიმო - შრომითი ექსპერტიზ