2. ინტოქსიკაციის საწყისი ფორმების დროს, როდესაც გამოხატულია ასთენიური მდგომარეობა და ვეგეტატიური დარღვევები, ნაჩვენებია ვიტამინოთერაპია (B1, B6, C, PP). თუ პროცესს თან ახლავს მსუბუქი პირამიდული უკმარისობა, რეკომენდებულია კუნთში პროზერინის ინიექციები (05% - 1მლ), ნოვოკაინის ინექციები ვენაში (0,25% - 10მლ) და კუნთში (2,5 – 5მლ. დღეგამოშვებით). ნოვოკაინით მკურნალობის კურსი შეადგენს 12-14 ინიექციას (ბიოლოგიური სინჯის შემდეგ).
3. გამოხატული ვეგეტატიური მოვლენების დროს 10% კალციუმის ქლორიდის ხსნარი ვენაში 10 მლ-ის ოდენობით (10 ინექცია). მანგანიზმის გამოხატული ფორმების, ანუ მანგანუმისმიერი პარკინსონიზმის დროს მიზანშეწონილია ყველა იმ მედიკამენტის გამოყენება, რომლებიც საზოგადოდ ინიშნება პარკინსონიზმის მკურნალობისას: ატროპინის ჯგუფის პრეპარატები, რომელთაც ახასიათებთ ცენტრალური და პერიფერიული ქოლინოლიზური მოქმედება (კორბელა, ტროპაცინი, დეპარკინი, ციკლოდოლი, ნორაკინი და სხვა).
4. ფართოდ გამოიყენება: L- დოპა, მიდანტანი, მადოპანი, ნაკომი და სხვა. ყველა ეს პრეპარატი ავადმოყოფს ეძლევა მზარდი დოზებით სასურველი ეფექტის მიღებამდე. აღნიშნული პრეპარატების თანამოვლენებია: პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, პულსის გახშირება, თავბრუსხვევა და სხვა, რაც დოზის შემცირების ან პრეპარატის შეცვლის დროს ქრება. ვინაიდან ანტიპარკინსონული პრეპარატებით მკურნალობა ტარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხდება მიჩვევა, ამიტომ აუცილებელია მათი მონაცვლეობა.
5. ფართოდ გამოიყენება მკურნალობა ანტიდოტებით, ძირითადად, უნითიოლით (5%-5მლ) 12-14 ინიექცია კუნთში – ერთ კურსზე, პერიოდული გამეორებით (სტაციონარის პირობებში).
6. ცენტრალური ნერვული სისტემის ქერქისა და ქერქქვეშა ცენტრების ფუნქციების მოსაწესრიგებლად უნდა დაინიშნოს ბრომისა და კოფეინის მცირე დოზები, ამინალონი, კავინტონი, სტუგერონი, ტრენტალი, ნოოტროპილი და სხვა.
7. საჭიროა ორგანიზმის საერთო წინაღობის გაზრდა და დამცველი მექანიზმების გაძლიერება ისეთი საშუალებებით, როგორიცაა: ტანვარჯიში, კიდურების მასაჟი, ბალნეოთერაპია, ფიზიოთერაპია და სხვა.
თავი V. პროფესიული მანგანუმისმიერი კონიოგენური ბრონქიტის მკურნალობ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 6. 1. ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულოა მანგანუმის ნაერთებთან ავადმყოფის კონტაქტის დროული შეწყვეტა. მანგანიზმის მკურნალობა გულისხმობს ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომატური კომპლექსების გამ
თავი IV — მანგანუმით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაციის
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 05%
- განაკვეთი 0,25%
- განაკვეთი 10%
- განაკვეთი 5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია მანგანუმის ნაერთების მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები. პრევენციული ღონისძ
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. კლინიკა
- მუხლი 4. 1. სისხლის საერთო ანალიზი;
- მუხლი 5. 1. პროფესიული მანგანუმისმიერი ბრონქიტის დიაგნოსტიკა უნდა დავიწყოთ შემდეგი საკითხების დაზუსტებით:
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობრივი მოქმედების პროფილაქტიკა. ჰიგიენური, სანიტარიულ-ტექნიკური, მედიკო-ბიოლოგიური,
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-6-3/