1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მოსარწყავად, არამედ ორგანიზმის რეფლექსურ და ნეიროჰუმორულ სისტემებზე სპეციფიკური მოქმედებისათვის.
2. ძალიან ეფექტურია ტუტოვანი ხსნარების შერწყმა ანტიბიოტიკებთან და ბრონქოლიზურ საშუალებებთან. მიკროფლორის მგრძნობელობის (ანტიბიოგრამის) შესწავლის შემდეგ საჭირო ხდება ანტიბიოტიკის შერჩევა და მისი დანიშვნა აეროზოლ-ინჰალაციის სახით.
კარგია ბორჯომის მინერალური წყლის და პროპოლისის 10%-იანი სპირტხსნარის ინჰალაცია: სეანსი გრძელდება 10-15 წთ-ს, უმჯობესია ულტრაბგერითი ინჰალაცია, კურსი შეადგენს 10-15 ინჰალაციას. ასეთი კურსი სასურველია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ. ინჰალაციის ორივე სახე რეკომენდებულია აგრეთვე როგორც კარგი პრევენციული საშუალება.
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 7
თავი V — პროფესიული მანგანუმისმიერი კონიოგენური ბრონქიტის მკურნალობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10%
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-7-2/