ა) წლების მიხედვით დაწვრილებითი პროფესიული მარშრუტი (რომელ წარმოებაში, რა პროფესიით, რამდენი წელი);
ბ) რომელ საწარმოო ფაქტორებთან ჰქონდა პროფესიული კონტაქტი წარსულში და აქვს ამჟამად (შრომის პირობების დეტალური დახასიათება);
გ) დაავადების დინამიკა (წინ უსწრებდა თუ არა ქრონიკულ ბრონქიტს მწვავე რესპირაციული დაავადებები, პნევმონია, ფილტვების ტუბერკულიოზი და ა. შ.);
დ) პარაკლინიკური გამოკვლევბის შედეგები (გულმკერდის რენტგენოსკოპია და რენტგენოგრაფია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის შესწავლა, სისხლის და ნახველის საერთო ანალიზი).
მანგანოკონიოზის დიაგნოზი ეყრდნობა გულმკერდის რენტგენოგრაფიის მონაცემებს (ფილტვის ქსოვილის ინტერსტიციული ფიბროზი), ტარდება აგრეთვე ფილტვის ვენტილაციური ფუნქციის შესწავლა და სისხლის საერთო ანალიზი.
2. პროფესიული მანგანუმისმიერი ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკის მიზნით აუცილებელია დაზუსტდეს:
ა) ექსპოზიციური და ელიმინაციური ტესტების შედეგები (ასთმური შეტევების დაწყება მუშაობის პერიოდში და მათი გაქრობა მანგანუმთან კონტაქტის დროებით შეწყვეტისას);
ბ) დაავადების დაწყების და მისი შემდგომი განვითარების (თანდათანობითი, უეცარი, მწვავე რესპირაციული დაავადებების ფონზე გადატანის შედეგად) სურათი;
გ) იმუნურ-ალერგოლოგიური გამოკვლევების შედეგები (სპეციფიკური პასიური ჰემაგლუტინაციის რეაქციის, ბაზოფილების სპეციფიკური დაზიანების რეაქციის, ნეიტროფილების ალტერაციის ტესტის განსაზღვრა);
დ) კანის ალერგიული ტესტები ინფექციური და საყოფაცხოვრებო ალერგენებით დაავადების არაპროფესიული ეტიოლოგიის გამორიცხვის მიზნით;
ე) პნევმოტაქომეტრია ვოტჩალის მიხედვით;
ვ) პროვოკაციული ინჰალაციური სინჯი მანგანუმის ქლორიდის 10-20%-იანი ხსნარით;
ზ) პერიფერიული სისხლის გამოკვლევა;
თ) ნახველის გამოკვლევა ეოზინოფილებზე, კურშმანის სპირალებსა და შარკო-ლეიდენის კრისტალებზე.
თავი IV. მანგანუმით ქრონიკული პროფესიული ინტოქსიკაციის
(მანგანიზმის) მკურნალობ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 5. 1. პროფესიული მანგანუმისმიერი ბრონქიტის დიაგნოსტიკა უნდა დავიწყოთ შემდეგი საკითხების დაზუსტებით:
თავი III — პარაკლინიკური გამოკვლევები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია მანგანუმის ნაერთების მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები. პრევენციული ღონისძ
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. კლინიკა
- მუხლი 4. 1. სისხლის საერთო ანალიზი;
- მუხლი 6. 1. ყველა შემთხვევაში აუცილებელი და სავალდებულოა მანგანუმის ნაერთებთან ავადმყოფის კონტაქტის დროული შეწყვეტა. მანგანიზმის მკურნალობა გულისხმობს ეტიოლოგიური, პათოგენეზური და სიმპტომატური კომპლექსების გამ
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-5-3/