2. მანგანოტოქსიკოზის I სტადიის ავადმყოფები ინარჩუნებენ შრომის უნარს მანგანუმთან და სხვა ნეიტროპულ ნივთიერებებთან კონტაქტის გარეშე, მათ უდგინდებათ პროფესიული ინვალიდობის III ჯგუფი.
3. მანგანოკონიოზის II სტადიის მქონე ავადმყოფები, მათი შომისუნარიანობის მნიშვნელოვანი ან სრული დაკარგვის გამო, გადაყვანილი უნდა იქნენ პროფინვალიდობის III ან II ჯგუფზე. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები პენსიაზე დანამატის (რეგრესულინური) განსაზღვრის მიზნით.
4. მანგანოკონიოზით დასნებოვნებული ავადმყოფების შრომისუნარიანობის შეფასებისას აუცილებელია კონიოგენური პროცესის სიმძიმის, მისი პროგრესირებადობის, ფილტვების ვენტილაციური ფუნქციის მდგომარეობის და გართულებების გათვალისწინება.
5. კეთილთვისებიანი მიმდინარეობის გამო ახალგაზრდა ასაკის მუშას ესაჭიროება ახალი კვალიფიკაციის შეძენა პროფესიებში, სადაც გამორიცხულია ტოქსიკური აგენტების და არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გავლენა.
6. მანგანოკონიოზის ნელი და კეთილთვისებიანი მიმდინარეობისას, როდესაც არ არის ფილტვის უკმარისობის ნიშნები, სტაჟირებულმა და ასაკოვანმა მუშამ, შეიძლება გააგრძელოს მუშაობა თავისი პროფესიით, მაგრამ მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
7. ფილტვის უკმარისობის არსებობისას, საჭიროა პროფესიული ინვალიდობის III ჯგუფზე გადაყვანა და რაციონალური შრომითი მოწყობა. მუშაობა საწარმოო აეროზოლებთან, ქიმიურ გამაღიზიანებლებთან, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში წინააღმდეგნაჩვენებია.
8. მანგანუმისმიერი კონიოგენური ბრონქიტის შემთხვევაში შრომისუნარიანობის საკითხის გადაწყვეტა ხდება სხვადასხვანაირად. I სტადიის დროს, როდესაც არ არის სუნთქვის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევები, ავადმყოფი შეიძლება დავტოვოთ თავის სამუშაოზე, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს დამტვერიანების დონე, აუცილებელია დინამიკური დაკვირვება და პერიოდული მკურნალობა.
9. II სტადიის მქონე ავადმყოფები, რომელთაც აქვთ გართულებები, ან ასთმოიდური სინდრომი, უნდა გაიგზავნოს საექიმო-შრომითი საექსპერტო კომისიაში შრომისუნარიანობის საკითხის დასადგენად. ეს ავადმყოფები უნდა მუშაობდნენ უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვით, კეთილსაიმედო მიკროკლიმატურ პირობებში, მტვერთან, გამაღიზიანებელ და მასენსიბილიზებელ ნივთიერებებთან კონტაქტის გარეშე.
10. ავადმყოფები, რომელთაც აქვთ ბრონქიტის შორსწასული კლინიკური მიმდინარეობა (III სტადია), როგორც წესი, არიან შრომისუუნარონი, და უნდა გაგზავნონ საექსპერტო კომისიაზე შრომისუნარიანობის დაკარგვის პროცენტის დასადგენად.
11. ბრონქული ასთმის დროს ავადმყოფის შრომისუნარიანობა განისაზღვრება სიმძიმის (ხშირი და ხანგრძლივი შეტევები), აგრეთვე თანმხლები დაავადებების ხასიათის და გამოხატულების მიხედვით. ბრონქული ასთმის მსუბუქი მიმდინარეობის დროს წინააღმდეგნაჩვენებია მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვასთან, მასენსიბილიზებელი ხასიათის ნივთიერებების მოქმედებასა და არახელსაყრელ მიკროკლიმატთან დაკავშირებული ყველა სახის სამუშაო.
12. დაავადების გამოხატული ფორმის დროს ავადმყოფი იგზავნება საექიმო-შრომით საექსპერტო კომისიაზე შრომისუნარიანობის განსაზღვრისათვის. ბრონქული ასთმით დაავადებული ყველა პირი გადაყვანილი უნდა იქნეს ისეთ სამუშაოზე, სადაც არ ექნებათ კონტაქტი ალერგენებთან, ნებისმიერ საწარმოო აეროზოლებთან, ქიმიურ გამღიზიანებლებთან. არ შეიძლება მუშაობა არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და მძიმე ფიზიკური შრომა.
13. ავადმყოფების გადაყვანისას სხვა სამუშაოზე აუცილებელია ორი საკითხის გადაწყვეტა:
ა) მუშა გადაყვანილი უნდა იქნეს ისეთ სამუშაოზე, სადაც არ არის პროფესიული მავნეობა; თუ მუშა კვალიფიკაციას არ კარგავს და არ ხდება მისი ხელფასის შემცირება – იგი შრომისუნარიანია და პროფესიულ ინვალიდობაზე გადაყვანას არ საჭიროებს;
ბ) მუშა გადაგვყავს ისეთ სამუშაოზე, სადაც მას არა აქვს კონტაქტი მანგანუმის ნაერთებთან, მაგრამ ხდება მისი დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში მუშა იგზავნება სშსკ-ზე პროფესიული ინვალიდობის ჯგუფის დასადგენად. თუ მუშა შედარებით ახალგაზრდაა, მაშინ ეს ხდება დროებით (1-2წელი). ამ პერიოდის განმავლობაში მუშამ უნდა აითვისოს ახალი სპეციალობა.
14. პროფესიული ინვალიდობის ჯგუფის დადგენის და შრომისუნარის საკითხების გადაწყვეტის დროს მხედველობაშია მისაღები ყველა თანმხლები დაავადებაც.
2.2.9. მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საწარმოო გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ადამიანის ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობლივი მოქმედების პროფილაქტიკა
მეთოდური მითითებები.
მმ. მ. 2.2.9. 007-02
თავი I. გამოყენების სფერ