2. ვიბრაცია შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ვიბრაციული ანალიზატორის სპეციფიკური გამღიზიანებელი. იმის გამო, რომ ვიბრაციული მგრძნობელობის ზურგის ტვინის, თალამური და ქერქქვეშა ზონები ლოკალიზებულია სისხლძარღვთა მამოძრავებელ, ტკივილის და ტემპერატურული მგრძნობელობის ცენტრებთან ახლოს, ვიბრაციული ცენტრიდან აგზნება პირველად ვრცელდება მეზობელ უბნებზე, ამიტომაც პირველ რიგში ვითარდება პერიფერიულ სისხლძარღვთა ვეგეტატიური ფუნქციების მოშლა, რაც განაპირობებს ანგიოსპაზმს, მოგვიანებით კი ატონიას.
3. ვიბრაციული ფაქტორის მოქმედებით მცირდება ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის ჰომეოსტატიკური რეგულირების ფუნქცია, ადგილი აქვს სისხლძარღვების ინტიმის ადგილობრივ დაზიანებას. ჟანგბადის დეფიციტი ხელს უწყობს ზემო კიდურების დისტალურ ნაწილში მიკროცირკულაციის, სისხლძარღვთა გამტარობის, ტროფიკული დარღვევების განვითარებას. ამის შედეგად ვითარდება მიოფიბროზი, ართროზი, პერიართროზი, კისტა. ადრეულ სტადიებში ითრგუნება ხელის თითების კაპილარული სისხლის მიმოქცევა, შემდეგში კი იცვლება მხრისა და წინამხრის მსხვილი სისხლძარღვების (არტერია ან ვენა) ტონუსი, რაც კლინიკურად ვლინდება ანგიოდისტონური ან ანგიოსპასტიკური სინდრომის სახით.
4. ამგვარად ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების გენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც ქსოვილოვანი სტრუქტურის ადგილობრივ დაზიანებას, ასევე პერიფერიული სისხლის მიმოქცევის რეგულაციის ცენტრალური (ნეირო-ჰუმორული და ნეირო-რეფლექსური) მექანიზმების მოშლას.
5. რაც შეეხება მანგანუმს, მართალია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იგი არ იწვევს მწვავე მოწამვლას, მაგრამ წარმოადგენს რა კუმულაციური მოქმედების შხამს, ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაავადებას, ქერქქვეშა სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით.
6. მანგანუმით ინტოქსიკაციის პათოგენეზში თანამედროვე წარმოდგენით ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება მედიატორების – დოფამინისა და აცეტილქოლინის ცვლისა და თანაფარდობის მოშლას განგლიებში. აღმოჩენილია დარღვევები სტრიალური ჰორმონების და ამინომჟავების ცვლაში.
7. სამთამადნო წარმოებაში ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთდროული მოქმედების შედეგად ადამიანის ორგანიზმის დაზიანების კლინიკური სურათი წარმოდგენილია არა მარტო ვიბრაციული დაავადების მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით, არამედ მანგანუმით ინტოქსიკაციის სიმპტომებითაც, ანუ ადგილი აქვს დაავადების ორი ფორმის თანაარსებობას –ვიბრომანგანიზმს.
8. დაავადების კლინიკური სურათი ხასიათდება ცვლილებების პოლიმორფიზმით, როგორც ცენტრალურ, ასევე პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. დაავადების სუბიექტური და ობიექტური მონაცემები მკაფიოდ ასახავენ ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების პათოგენურ მოქმედებას. მანგანუმის მოქმედების ფონზე ადგილი აქვს ვიბრაციული დაავადების კლინიკური სიმპტომატიკის ერთგვარ ნაადრევ გამოვლინებას, პოლიმორფულობას და ნერვული სისტემის ტოქსიკური დაზიანების ნიშნების სიუხვეს. ზოგიერთ შემთხვევაში საწარმოო მავნე ფაქტორებთან კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ ვიბრაციული დაავადების სიმპტომების ნაწილობრივი რეგრესის ფონზე, შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობის მომატების ნიშნები, რომელიც შემდეგში ყალიბდება, როგორც მანგანუმით ინტოქსიკაციის სურათი.
9. დაავადებულებს აღენიშნებათ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისათვის დამახასიათებელი ჩივილები, როგორიცაა საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ტკივილები ზემო და ქვემო კიდურებში მუშაობის შემდეგ და მოსვენებულ მდგომარეობაში, კიდურების გაცივება, მგრძნობელობის დაქვეითება, ოფლიანობა, თეთრი ლაქების გაჩენა და თითების გათეთრება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად აგზნება, ძილიანობა, სიარულის გაძნელება, კიდურების კანკალი, მეტყველების გაუარესება, მეხსიერების დაქვეითება და სხვ.
10. უნდა აღინიშნოს, რომ პათოლოგიის სუბკლინიკური ნიშნების დროულ გამოვლინებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს პათოლოგიური პროცესის პროგნოზირების და ეფექტური სამკურნალო – პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებაში.
თავი IV. ჰიგიენური და სანიტარიულ-ტექნიკური ღონისძიებებ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 3. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით
თავი III — მომუშავის ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ძვრების
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
- მუხლი 25. 1. ვიბრაციული დაავადების III ხარისხისათვის დამახასიათებელი ნეირო-სისხლძარღვოვანი სინდრომი პრაქტიკაში შეიძლება შერწყმული იყოს თითქმის ყველა სხვა სინდრომთან. იგი მოცემულია კლასიფიკაციაში, ახასიათებს დაა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. 1. მანგანუმისმიერი (კონიოგენური)ბრონქიტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია აეროზოლ-ინჰალაცია. ამ დროს ხდება სამკურნალო ხსნარების ტრანსპორტირება არა მარტო რესპირაციული სისტემების ცალკეული უბნების მ
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობრივი მოქმედების პროფილაქტიკა. ჰიგიენური, სანიტარიულ-ტექნიკური, მედიკო-ბიოლოგიური,
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 4. 1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სანიტარიულიზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობა: დანადგ
- მუხლი 5. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები
- მუხლი 6. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ერთდროული მოქმედების პირობებში მყოფ პირთა დისპანზერიზაცია
- მუხლი 7. პირველადი პროფილაქტიკის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
- მუხლი 8. მეორადი პროფილაქტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-3-4/