1. ვიბრაციული დაავადების და მანგანუმით ინტოქსიკაციის ადრეული დიაგნოსტიკა, მათი პროგრესირებისა და გართულებების თავიდან აცილება და დაავადების პროგრესირების ხელშემწყობი მიზეზების შესწავლა.
2. ამ ამოცანების გადაწყვეტაში საინჟინრო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ღონისძიებებთან (როგორიცაა შრომის პირობების გაჯანსაღება, ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფა, შრომის რაციონალური რეჟიმის დანერგვა) ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პერიოდული სამედიცინო გასინჯვების სწორად ჩატარებას და ავადმყოფებზე დისპანსერულ მეთვალყურეობას.
3. მომუშავეთა დისპანსერიზაციას ატარებს საწარმოს ექიმი ან ექიმი-პროფპათოლოგი, ნევროპათოლოგი და სხვა სპეციალისტები ჩვენების მიხედვით.
თავი VI. დისპანსერული აღრიცხვის ჯგუფების დახასიათებ