1. წინასწარი სამედიცინო შემოწმება მიზანშეწონილია ჩატარდეს ხელმისაწვდომი ფუნქციური კვლევის მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: ვიბრაციული (პალესტეზიომეტრია) და ტკივილის (ალგეზიმეტრია) მგრძნობელობის ზღურბლის დადგენა, დინამომეტრია, კაპილაროსკოპია, კანის ელექტროთერმომეტრია (ელექტროთერმომეტრიის ან რეოვაზოგრაფიის (სიცივის ცდა) მაჩვენებლებით), ელექტროკარდიოგრაფის, მანგანუმის განსაზღვრა სისხლში და შარდში და სხვ. ყოველივე ეს აუმჯობესებს წინასწარი შერჩევის ხარისხს და შემდგომში იძლევა მიღებული პარამეტრების დინამიკაში დაკვირვების საშუალებას.
2. ვიბროსაშიშ პროფესიაზე და მანგანუმთან კონტაქტში მომუშავეთა ნოზოოლოგიამდელი დისპანსერიზაცია (შესაბამისი სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებებით, ქვემოთ მოყვანილი დისპანსერული აღრიცხვის ჯგუფების მიხედვით)