1. სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა სამედიცინო პროფილაქტიკის ერთ-ერთ ძირითად ფორმას წარმოადგენს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, რომელიც ორიენტირებულია: პათოლოგიის ობიექტური სიმპტომატიკის მახასიათებელი ჩივილების გამოვლენაზე, დაავადების განვითარების დინამიკაზე, შრომის პირობებისა და პროფმარშრუტის ჰიგიენური შეფასების მონაცემების გათვალისწინებით და ნევროპათოლოგის, თერაპევტის, ოტოლარინგოლოგის, ოკულისტის და სხვა სპეციალისტების ობიექტური გასინჯვების შედეგებზე.
2. ვიბრაციული დაავადების და მანგანუმით ინტოქსიკაციის ადრეული ე.წ. პრეკლინიკური ფორმების გამოვლენისას, რეკომენდებულია მომუშავეთა დროული დისპანსერიზაცია და გამაჯანსაღებელი, ეფექტური მედიკამენტური და ფიზიოთერაპიული მკურნალობის კურსის ჩატარება.
3. პროფილაქტიკური პროცედურები ტარდება სამუშაო ადგილთან ახლოს, სპეციალურად მოწყობილ ნათელ, კარგი ვენტილაციის მქონე უხმაურო შენობაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 200C, ასევე სასურველია ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსების და პროცედურების ჩატარების ამსახველი თვალსაჩინოების გაკვრა.
4. საწარმოოს ადმინისტრაციამ უნდა დანერგოს მუდმივი კონტროლი პროცედურების ჩატარების ორგანიზაციაზე. პროცედურები ტარდება პასუხისმგებელი პირის მიერ და შეიტანება სპეციალურ ჟურნალში.
5. წყლის პროცედურები ზემო კიდურებისათვის:
ა) კიდურების და მთლიანად სხეულის კუნთოვან-ნერვულ- სისხლძარღვოვანი დაძაბულობის მოხსნისათვის აუცილებელია მუშაობის დამთავრების შემდეგ თბილი ჰიდროპროცედურების ჩატარება;
ბ) ზემო კიდურებისათვის თბილი აბაზანები ტარდება ცვლაში ერთხელ. აბაზანა უნდა მარაგდებოდეს გამდინარე წყლით. აბაზანის მიღებისას რეკომენდებულია სხივ-მაჯის სახსრებში ნელი, რიტმული მოძრაობების შესრულება, თითების გაშლა-შეკუმშვა, დაშორება და შეერთება. ჰიდროპროცედურების შემდეგ ხელები კარგად უნდა გამშრალდეს და ნახევარი საათის განმავლობაში უნდა იქნეს დაცული გაცივებისაგან.
6. ხელებისა და მხრის სარტყლის თვით და ურთიერთმასაჟი. პერიფერიულ სისხლძარღვებში, კუნთების კვებისა და სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე დაღლილობის შეგრძნების მოხსნისა და დარღვეული ცვლითი პროცესების აღდგენის თვალსაზრისით რეკომენდებულია კიდურების მასაჟის აუცილებელი ჩატარება (თვით და ურთიერთ მასაჟი). მასაჟი ტარდება ჰიდროპროცედურების ჩატარების შემდეგ. მომზადების კურსი (2-3 მეცადინეობა) მასაჟისტის მიერ.
7. ურთიერთმასაჟის ჩატარების დროს მუშები რიგრიგობით უკეთებენ ხელების მასაჟს ერთმანეთს. თვითმასაჟის დროს მუშა თვითონ იკეთებს მასაჟს – ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენაზე და შემდეგ კი პირიქით. მასაჟი ტარდება ნელა, მშვიდ ტემპში. მასაჟისტის ხელების მოძრაობა უნდა იყოს რიტმული, სუნთქვა თავისუფალი. მასაჟის მთელი პროცედურა ძირითადად ხორციელდება ხელების კანის მსუბუქი დაზელვით, ორ-ორი წუთით თითოეულ ხელზე.
8. მხრის სარტყლის მასაჟი იწყება კისრის და ზურგის დონეზე და გრძელდება ორი წუთის განმავლობაში. ურთიერთმასაჟის ერთი ციკლის ხანგრძლივობა შეადგენს 4-5 წუთს. ხელებისა და მხრის სარტყლის მასაჟი უნდა ტარდებოდეს ყოველდღიურად და მუდმივად რამდენიმე თვის განმავლობაში.
9. საწარმოო ვარჯიში – მისი ძირითადი მიმართულებაა – მუშაობაში მონაწილე კუნთების ტონუსის შემცირება, კიდურების სისხლმომარაგების გაუმჯობესება, დაღლილობის შეგრძნების შემცირება, შრომისუნარიანობის შენარჩუნება.
10. საწარმოო ვარჯიშების კომპლექსები, როგორც მომუშავეთა აქტიური დასვენების საშუალება, სამკურნალო ფიზკულტურის ელემენტებთან ერთად შემუშავდება შრომის დაცვის სამსახურის მიერ შრომის ჰიგიენის ექიმთან, საამქროს ექიმთან ან პროფპათოლოგთან ერთად.
11. ულტრაიისფერი დასხივება გამოიყენება სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას სხვადასხვა დაავადებების მიმართ. დასხივება ტარდება მაღაროებში და ფოტარიუმებში შემოდგომა-ზამთარი-გაზაფხულის პერიოდში 2-3 კურსად. შესვენებები კურსებს შორის გრძელდება ერთ-ერთნახევარ თვეს. ყოველი კურსი შედგება 15-20 პროცედურისაგან.
12.ვიტამინოპროფილაქტიკას – ორგანიზმის დამცველი ძალების გაძლიერებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით რაციონალურ, ბალანსირებულ კვებას მთელი წლის განმავლობაში. ზამთრის, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში მიზანშეწონილია ვიტამინების დამატებითი შეყვანა საკვებში ან მომუშავეთა მედიკამენტური ვიტამინიზირების კურსების გატარება, რომელიც ინიშნება წელიწადში ორჯერ, 20-30 დღის განმავლობაში.
დანართი 1
სამუშაო ზონის ჰაერში მანგანუმის და მისი ნაერთების
ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები
(ზდკ)
სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების – ჰიგიენური ნორმატივების მიხედვით დადგენილია მანგანუმის ნაერთების ზდკ სამუშაო ზონის ჰაერში:
– მანგანუმის ოქსიდები (მანგანუმის დიოქსიდზე გადათვლით)
ა) დეზინტეგრაციის აეროზოლი – 0,3 მგ/მ, საშიშროების კლასი II;
ბ) კონდენსაციის აეროზოლი – 0,05 მგ/მ ,საშიშროების კლასი I.
მანგანუმის და მისი ნაერთების გამოყოფისას სამუშაო ზონის ჰაერში მათ შემცველობაზე ჰიგიენური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 10 დღეში ერთხელ (საშიშროების I კლასი) და არანაკლებ თვეში ერთხელ (საშიშროების II კლასი).
დანართი 2
საწარმოო ლოკალური ვიბრაციის ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები
ოქტავური ზოლების საშუალო
გეომეტრიული
სიხშირეები, ჰც
ზღვრულად დასაშვები დონეები X1 Y1 Z1 ღერძებზე
ვიბროაჩქარება
ვიბროსიჩქარე
მ/წმ
დბ
მ/წმ . 10
დბ
8
1,4
123
2,8
115
16
1,4
123
1,4
109
31,5
2,8
129
1,4
109
63
5,6
135
1,4
109
125
11,0
141
1,4
109
250
22,0
147
1,4
109
500
45,0
153
1,4
109
1000
89,0
159
1,4
109
კორექტირებული და ეკვივალენტური კორექტირებული მნიშვნელობები და
მათი დონეები
2,0
126
2,0
112
მუშაობა ვიბრაციის ამ სტანდარტული ნორმებით გათვალისწინებულ მნიშვნელობებზე 12-დბ-ით (4-ჯერ) უფრო მაღალი დონეების მოქმედების დროს როგორც ინტეგრალური შეფასებით, ასევე რომელიმე ოქტავურ ზოლში, დაუშვებელია