ა) ვიტამინების კომპლექსი (გენდევიტი, ცენტრუმი, უნიკაპი, უნდევიტი, „В” ჯგუფის და ნიკოტინის მჟავას შემცველი ვიტამინები), რომლებიც დადებითად მოქმედებენ ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე და სისხლძარღვთა ტონუსზე. მკურნალობის კურსი სამი კვირა;
ბ) ვიტამინების კომპლექსთან (გენდევიტი, ცენტრუმი, უნიკაპი და უნდევიტი) ერთად კიდურების თვითმასაჟი ჰეპარინის მალამოთი. მალამო წინასწარ ცხელდება 20-320t, ერთი შეზელვისათვის გამოიყენება 10000 ერთეული ჰეპარინი. თვითმასაჟის სეანსის ხანგრძლივობა 7-10 წუთია, მკურნალობის კურსი ორი კვირა. ჰეპარინის მალამოს ახასიათებს ფართო დიაპაზონის თერაპიული, კერძოდ ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური მოქმედება, აუმჯობესებს ტროფიკას და სხვ.;
გ) ვიტამინების კომპლექსთან (გენდევიტი, ცენტრუმი, უნიკაპი და უნდევიტი) ერთად კიდურების თვითმასაჟი ვენორუტონით (მალამოს სახით). იგი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ხსნის სისხლძარღვოვან სპასმს. მკურნალობის კურსი ორი კვირა;
დ) ვიტამინების კომპლექსთან (გენდევიტი, ცენტრუმი, უნიკაპი და უნდევიტი) ერთად კიდურების თვითმასაჟი სელკოსერილით (მალამო ან ჟელე). რომელიც აუმჯობესებს ქსოვილოვან მეტაბოლიზმს. მკურნალობის კურსი ორი კვირა;
ე) თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში მკურნალობა უნდა ტარდებოდეს ინდივიდუალურად არაპროფესიული დაავადებების ხასიათის, სტადიის და ფაზის გათვალისწინებით;
2. სანიტარიულ-პროფილაქტორიუმის პირობებში მკურნალობა თერაპიული ღონისძიებების ფართო კომპლექსის გამოყენებით უნდა ჩაუტარდეთ უპირატესად იმ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან დისპანსერული აღრიცხვის II -III ჯგუფებს.
ეს ღონისძიებებია:
ა) ფიზიომკურნალობა;
ბ) რეფლექსოთერაპია;
გ) მედიკამენტოზური მკურნალობა (სედატიური, ნეიროტროპული, სისხლძარღვოვანი პრეპარატები, ვიტამინები და სხვ.).
3. სპეციალიზებული განყოფილების პირობებში მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მიმართული: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული სისტემის პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და სხვ. ფუნქციის ნორმალიზებისაკენ. მკურნალობისათვის რეკომენდებულია სამკურნალო პრეპარატებთან ერთად ფიზიოპროცედურების ფართო გამოყენება.
4. მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური, დაავადების კლინიკური გამოვლინების, მიმდინარეობის, ხასიათისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 10. 1. საწარმოს სამედიცინო ნაწილის ან პოლიკლინიკის პირობებში I,II და III აღრიცხვის ჯგუფებში შემავალ პირთა მკურნალობისათვის შესაძლოა რეკომენდებულ იქნეს ფართო გამოყენებისათვის ხელმისაწვდომი შემდეგი სამკურნა
თავი VII — რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპებზე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. 1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სანიტარიულიზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობა: დანადგ
- მუხლი 5. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები
- მუხლი 6. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ერთდროული მოქმედების პირობებში მყოფ პირთა დისპანზერიზაცია
- მუხლი 7. პირველადი პროფილაქტიკის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
- მუხლი 8. მეორადი პროფილაქტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს
- მუხლი 9. 1. დისპანსერული აღრიცხვის I ჯგუფში შედიან ის მომუშავენი, რომელთაც არა აქვთ პროფესიული დაავადების არავითარი ნიშნები, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელი პირები. II ჯგუფში შედიან დაავადების განვითარების მაღალი რ
- მუხლი 11. მედიკო - ბიოლოგიური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-10-3/