2. სხვადასხვა სასარგებლო წიაღისეულის, როგორც მიწისქვეშა ისე ღია მოპოვებისას, გადამუშავება, გამდიდრებისას გამოყენებული მანქანები, მექანიზმები და დანადგარები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. საწარმოო დანადგარები და ტექნოლოგიური პროცესები უნდა იყოს პასპორტიზირებული. დანადგარების ექსპლუატაცია და საწარმოო არახელსაყრელი ფაქტორების წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები იმ რეჟიმში და პირობებში, რომელიც პასპორტით არაა გაუთვალისწინებული, აკრძალულია.
4. საწარმოო დანადგარების მუშაობამ, რომელიც ითვალისწინებს ბრძოლას დამტვერიანების, ხმაურის, ვიბრაციის და სხვა მავნე ფაქტორების წინააღმდეგ, არ უნდა გამოიწვიოს საწარმოო გარემოში დამატებითი მავნე ფაქტორების წარმოქმნა.
5. საწარმოებში გამოყენებული დანადგარები, რომლებიც გამოსცემენ ვიბრაციას უნდა პასუხობდნენ სანიტარიული წესებისა და ნორმების მოთხოვნებს გათვალისწინებულს ვიბრაციის პარამეტრებისადმი.
6. ყველა ვიბროსაშიშ პროფესიაზე მომუშავე პირი უფასოდ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი და სხვ.).
7. სამთამადნო წარმოებაში მომუშავენი (შახტებში და მაღაროებში) მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ თანამედროვე ტიპის რესპირატორებით და დამატებითი ფილტრებით. ეს უკანასკნელი საჭიროა იმისათვის, რომ მაღალი დამტვერიანების პირობებში მუშაობის პროცესში შესაძლებელი იყოს მისი შეცვლა.
8. საწარმოში უნდა იყოს ორგანიზებული კონტროლი ვიბრაციის წარმომქმნელი დანადგარების ექსპლუატაციის პირობების და წესების დაცვაზე, მათი დანიშნულების შესაბამისად და იმ რეჟიმით, რომელიც გათვალისწინებულია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით.
9. საწარმოს ადმინისტრაციამ უნდა განახორციელოს სისტემატური კონტროლი ვიბრაციის წარმომქმნელი დანადგარების დროულ გამაფრთხილებელ შეკეთებაზე, ვიბრაციის მახასიათებლების შემდგომი აუცილებელი შემოწმებით.
10. საწარმოში ორგანიზებული უნდა იყოს სპეციალური უბანი, სადაც მოხდება ვიბრაციის წარმომქმნელი დანადგარების შეკეთების შემდგომი გამოცდა.
11. სამუშაო ადგილებზე უნდა ხდებოდეს ვიბრაციის პარამეტრების გაზომვა.
12. ხმაურისაგან თავდაცვის მიზნით აუცილებელია გამოყენებულ იქნეს ხმაურსაწინააღმდეგო ყურის დამცავები ან საცობები „ბერუში” სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად.
13. ვიბრაციისაგან ინდივიდუალური დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო სტანდარტს.
14. განათების დონე ყველა სამუშაო ადგილებზე არ უნდა იყოს სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებულ საწარმოო ნორმებზე ნაკლები.
15. სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთათვის აუცილებელია შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმის ორგანიზება: ვიბრაციასთან კონტაქტის ჯამური დრო არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო ცვლის 2/3-ს, რეკომენდებულია რეგლამენტირებული შესვენებების დადგენა (ცვლის დაწყებიდან და სადილის შესვენებიდან ორი საათის შემდეგ, 20-20 წუთი).
16. სამთამადნო წარმოებაში მიწისქვეშ მომუშავეთათვის ორგანიზებული უნდა იყოს აუცილებელი ერთჯერადი ცხელი საკვები, კალორიულობით არა უმცირესი დღეღამის ნორმის 20%-ისა, რომელიც მოიცავს პირველ და მეორე ულუფას და ვიტამინიზირებულ სასმელს.
საწარმოო ადმინისტრაცია ვალდებულია:
17. უზრუნველყოს წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვების ორგანიზება.
18. უზრუნველყოს სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსების ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის შესაბამისი პირობები.
თავი V. სამკურნალო-პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი
ღონისძიებებ
პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 4. 1. ადამიანის ორგანიზმზე საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია სანიტარიულიზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობა: დანადგ
თავი IV — ჰიგიენური და სანიტარიულ-ტექნიკური ღონისძიებები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 20%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. პროფესიული ბრონქული ასთმის თერაპია ტარდება ორი მეთოდით:
- მუხლი 9. 1. მანგანოკონიოზის მკურნალობის მიზნით გამოიყენება ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, შრომისა და დასვენების პირობების რეჟიმის დაცვა, სრულფასოვანი კვება
- მუხლი 10. 1. პროფესიული დაავადებების დადგენისა და შასაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია გადაწყდეს საკითხი: ავადმყოფი დაუბრუნდეს ძველ სამუშაოს, თუ გადაყვანილი იქნეს სხვა სამუშაოზე. მანგანოტო
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია სამთამადნო წარმოებაში მომუშავეთა ორგანიზმზე ლოკალური ვიბრაციისა და მანგანუმის ერთობრივი მოქმედების პროფილაქტიკა. ჰიგიენური, სანიტარიულ-ტექნიკური, მედიკო-ბიოლოგიური,
- მუხლი 2. შესავალი
- მუხლი 3. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით
- მუხლი 5. წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გასინჯვები
- მუხლი 6. ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ერთდროული მოქმედების პირობებში მყოფ პირთა დისპანზერიზაცია
- მუხლი 7. პირველადი პროფილაქტიკის ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია:
- მუხლი 8. მეორადი პროფილაქტიკის ძირითად ამოცანას წარმოადგენს
- მუხლი 9. 1. დისპანსერული აღრიცხვის I ჯგუფში შედიან ის მომუშავენი, რომელთაც არა აქვთ პროფესიული დაავადების არავითარი ნიშნები, ანუ პრაქტიკულად ჯანმრთელი პირები. II ჯგუფში შედიან დაავადების განვითარების მაღალი რ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიულ დაავადებათა პროფილაქტიკის მეთოდური მითითებების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №263/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.494 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54424/muxli-4-4/