2. ვიბროსაშიში პროფესიის და მანგანუმთან კონტაქტში მომუშავე პირებში დისპანსერული გასინჯვების სიხშირის და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მოცულობის მონაცემები აღრიცხვის ჯგუფებთან დამოკიდებულებით წარმოდგენილია ცხრილში.

ცხრილი 1

დიაგნოსტიკური და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების სიხშირე დისპანსერული აღრიცხვის ჯგუფებზე დამოკიდებულებით
№
აღრიცხვის
ჯგუფი

გასინჯ-
ვების სიხში-
რე წელი-
წადში

მკურნალობის კურსის რაოდენობა წელიწადში

ჩატარების ადგილი

ჯან. პუნქტი

სანიტა- რიული
პროფი
ლაქტო-
რიუმი

სანატო-
რიუმი

სტა- ციო-
ნარი

I
პრაქტიკულად
ჯანმრთელი

1
1
-
-
-
-
II
მაღალი რისკის ჯგუფის პირები

1
2
2
1
-
-
III
ვიბრაციული დაავადების და მანგანუმით ინტოქსიკაციის ცალკეული ნიშნების მქონე პირები

2
2

1
1
1

3. I ჯგუფში შემავალი (პრაქტიკულად ჯანმრთელი) პირების გამოკვლევა წარმოებს წელიწადში ერთხელ (პერიოდული სამედიცინო გასინჯვებისას). პროფილაქტიკური მკურნალობა წარმოებს 3 კვირის განმავლობაში წელიწადის განსაზღვრულ (გაზაფხული) პერიოდში, ისეთი ვიტამინების გამოყენებით, როგორიცაა: უნდევიტი, გენდევიტი, ცენტრუმი, იუნიკაპი და სხვ.
4. როგორც ავღნიშნეთ II ჯგუფს მიეკუთვნებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირები. რისკის ფაქტორები პირობითად შეიძლება დავყოთ 2 კატეგორიად: საწარმოო და სამედიცინო.
5. საწარმოო ფაქტორებს უნდა მივაკუთვნოთ, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობა, რომელიც ჭარბობს დაავადების განვითარების საშუალო ვადებს მოცემული კონკრეტული პროფესიული ჯგუფისათვის, განსაკუთრებით სამუშაო ცვლის განმავლობაში მავნე ფაქტორთან კონტაქტის მაღალი ჯამური დროისა და თანმხლები მავნე საწარმოო ფაქტორების (საწარმოო გარემოს დამტვერიანება, გადაცივება, მნიშვნელოვანი ფიზიკური დაძაბულობა, ხმაური დასხვ.) არსებობის პირობებში. ამ უკანასკნელთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს (ჰიპერტონული დაავადება, გულის იშემიური დაავადება), ქრონიკულ ნეიროინტოქსიკაციებს, ქალა-ტვინის ტრავმებს, ნებისმიერი ეტიოლოგიის პერიფერიულ ნეიროპათიებს (რომელიც აღმოცენდება პნევმოინსტრუმენტებთან მუშაობის პროცესში), საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს (ხერხემლის მალების ოსტეოქონდროზი, მადეფორმირებელი ართროზები და სხვ.).
6. ამგვარად, II ჯგუფში შედიან დიდი სტაჟის მქონე მომუშავენი და ის პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან არაპროფესიული დაავადებებით. ამ ჯგუფში შემავალი პირები ექვემდებარებიან პროფილაქტიკურ სამედიცინო გასინჯვებს წელიწადში ერთხელ (პერიოდული სამედიცინო შემოწმებისას). მათი პროფილაქტიკური მკურნალობა წარმოებს წელიწადში ორჯერ (ოქტომბერი-ნოემბერი და მარტი). მკურნალობისას ვიტამინოთერაპიის გარდა რეკომენდებულია კიდურების თვითმასაჟი. იგი ტარდება ჰეპარინით, ვენორუტონით და სელკოსერილით.
7. დისპანსერიზაცია იმ პირებისა, რომლებიც დაავადებულნი არიან არაპროფესიული ხასიათის ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და სხვ. დაავადებებით, ხდება შესაბამისი სპეციალისტების მიერ დაავადების სტადიისა და პროცესის მიმდინარეობის გათვალისწინებით. პერიოდული სამედიცინო გასინჯვებისას წყდება საკითხი პროფესიული დაავადების გამომწვევი მავნე ფაქტორის პირობებში პიროვნების მუშაობის შესაძლებლობის შესახებ.
8. III დისპანსერულ ჯგუფს მიეკუთვნებიან ვიბრაციული დაავადების და მანგანუმით ინტოქსიკაციის ცალკეული ნიშნების მქონე პირები (სუბკლინიკური სტადია). ამ ჯგუფში შედიან პირები, რომლებსაც დინამიკური დაკვირვების პროცესში აღენიშნებოდათ: ტენდენცია ტკივილის და ვიბრაციული მგრძნობელობის ზღურბლის მომატებისაკენ, „სიცივის ცდის” შემდგომ რეოგრაფიის მაჩვეენებლების შემცირება, სტატიკური დატვირთვისადმი კუნთების გამძლეობის შემცირება, ცვლილებები კაპილაროსკოპიისას, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სხვ. აღნიშნული ფუნქციური გამოკვლევებით დინამიკური დაკვირვებები ამ პირებში წარმოებს წელიწადში ორჯერ, პერიოდული სამედიცინო გასინჯვისას და მეორდება ექვსი თვის შემდეგ დინამიკური დისპანსერული დაკვირვების პროცესში.
9. პროფილაქტიკური მკურნალობა (ვიტამინოთერაპია, თვითმასაჟი, ჰიდრო- და სხვა ფიზიოპროცედურები) ტარდება წელიწადში ორჯერ. ერთ-ერთი კურსი სასურველია ჩატარებულ იქნეს სანატორიუმ-პროფილაქტორიუმის, სანატორიუმის ან სტაციონარის პირობებში.
10. სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს აღრიცხვის I-III ჯგუფის პირებს შორის ატარებს საწარმოს ექიმი (პროფპათოლოგი) სხვა სპეციალისტების (ჩვენების მიხედვით) მონაწილეობით.
თავი VII. რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპებზე
მკურნალობის შესაძლო სქემებ