2. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური სურათი ხასიათდება ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი, მგრძნობელობის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ცვლილებებით, რომელიც, პირველ რიგში, ვითარდება ზემო კიდურებში. საშუალო და მაღალი სიხშირის ვიბრაციის მოქმედება ხასიათდება ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევებით (ვეგეტატური სინდრომი ან პერივასკულარული პოლინევროპათია), მაშინ, როდესაც დაბალი სიხშირის ვიბრაციის მოქმედებისას ჭარბობს პერიფერიულ ნერვულ სისტემასა და ზემო კიდურების საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (სენსორული და სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომი, მათ შორის, მიოფიბროზით) ცვლილებები. ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედების დროს, როდესაც ფართო დიაპაზონის სიხშირეებში მომატებულია ზღვრულად დასაშვები დონეები, დაავადების კლინიკური სურათში აღინიშნება დაბალი და მაღალი სიხშირეებისათვის დამახასიათებელი ნიშნები (ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი).
3. ცნობილია, რომ დაბალსიხშირიანი ვიბრაციის ორგანიზმზე მოქმედების ენერგია, მაღალსიხშირიანისაგან განსხვავებით, კარგად ვრცელდება მთელ სხეულზე, რაც ასახვას პოვებს შესაბამის კლინიკურ სინდრომებში. ამავდროულად, ვიბრაციული დაავადების (გამოწვეული მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციის მოქმედებით) საწყისი გამოვლინებისათვის (I ხარისხი) დამახასიათებელია ლოკალური ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები. ვიბრაციული დაავადების საწყისი გამოვლინებისათვის დამახასიათებელი სინდრომები შეიძლება შეინიშნებოდეს მეტნაკლებად იზოლირებული ფორმით, თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სინდრომების კლასიფიკაციაში, ადგილი აქვს გარკვეულ პირობითობას, რომელიც დაკავშირებულია სინდრომების ფორმირებაში მონაწილე ამა თუ იმ ნიშნის სიჭარბეზე.
4. მაგალითად, პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომისათვის დამახასიათებელია პერივასკულური ვეგეტატური მოშლილობა (პერივასკულური ვეგეტატური პოლინევროპათია). ამავე დროს, ზემო კიდურების დისტალურ ნაწილებში შეიძლება აღინიშნებოდეს სუსტად გამოხატული ზერელე მგრძნობელობის დაქვეითება, რომელმაც შემდგომში შეიძლება სენსორული პოლინევროპათიის სახე მიიღოს.
5. პროცესის პროგრესირებასთან ერთად იზრდება ადგილობრივი ცვლილებები და ადგილი აქვს პროცესში ვიბრაციის კონტაქტის ადგილიდან დაშორებული ორგანიზმის სხვა სისტემების ჩართვას. ამიტომ დაავადების ზომიერად გამოხატული (II ხარისხი) გამოვლინებისათვის უფრო მეტად დამახასიათებელია შესაბამისი სინდრომების შერწყმა, რომლებიც მოიცავენ როგორც ადგილობრივ, ისე ზოგადი ხასიათის დაზიანებებს. ამავე დროს, ლოკალური დარღვევები შეიძლება ჭარბობდნენ ზოგადს, რაც, ჩვეულებრივ, ახასიათებს მაღალსიხშირიანი ლოკალური ვიბრაციის ორგანიზმზე მოქმედებას.
6. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაციაში გამოყოფენ საწყისს – I ხარისხი; ზომიერად გამოხატულს – II ხარისხი და გამოხატულს – III ხარისხი გამოვლინებას.
ა) ვიბრაციული დაავადების საწყისი გამოვლინებისას (I ხარისხი) ორგანიზმის მამოძრავებელი ფუნქცია არ არის დარღვეული. მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია.
ბ) ვიბრაციული დაავადების ზომიერი გამოვლინებისას (II ხარისხი) მომუშავის შრომისუნარიანობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ ფორმებზე (სინდრომებზე) და სამკურნალო ღონისძიებების ეფექტურობაზე.
გ) ვიბრაციული დაავადების გამოხატული ფორმის (III ხარისხი) დროს ადგილი აქვს დაავადებულის როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომისუნარიანობის დაქვეითებას (იხ. დანართი).
7. მე-7 თავში მოცემულია ძირითადი კლინიკური სინდრომების გამოხატულებით ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაცია.
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
თავი VI — ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული
თავი VII. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეულივიბრაციული დაავადების კლასიფიკაცი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 4. კლინიკა
- მუხლი 26. გამოხატული (III ხარისხი)
- მუხლი 3. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადება ხასიათდება გამოვლინების მრავალფეროვნებით, რაც პირობადებულია პათოლოგიური პროცესის ფორმირებაში მონაწილე პათოგენეზური მექანიზმების სირთულით
- მუხლი 25. ზომიერად გამოხატული (II ხარისხი)
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების პათოგენეზის, კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, შრომისუნარიანობის ექსპერტიზის საკითხები; პრევენციული ღონისძიე
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 9. ვეგეტატურ-ვესტიბულური სინდრომი
- მუხლი 10. ქვემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 11. ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 12. სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 13. სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 16. ზომიერად გამოხატული – II ხარისხი
- მუხლი 19. 1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი გვხვდება სხვადასხვა სიხშირის ლოკალური ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედებისას. მისი კლინიკური სურათი ხასიათდება ზემო კიდურების პარესთეზიებით და მსუბუქად გამოხატული ტკი
- მუხლი 20. 1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი ხშირი აკროანგიოსპაზმით გვხვდება დიდი სტაჟის მქონე მუშებში,რომლებიც განიცდიან მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციისა და გადაციების ერთდროულ მოქმედებას. თუმცა, ცალკ
- მუხლი 21. 1. ზემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებაა. მას ახასიათებს ზემო კიდურებში
- მუხლი 22. 1. ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფიული ცვლილებებით ასევე ახასიათებს დაავადების II ხარისხს. იგი ვლინდება მიოფიბროდისტროფიული სინდრომით
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-14/