2. დაბალი სიხშირის ვიბრაციის მოქმედების დროს ჭარბობს ზედაპირული მგრძნობელობის მოშლა, განსაკუთრებით – ტკივილის (სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი). ტემპერატურული, ტაქტილური და ვიბრაციული მგრძნობელობა ნაკლებად ზიანდება. ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები სუსტადაა გამოხატული.
3. მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციის მოქმედებისათვის დამახასიათებელია ვიბრაციული და ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება,რომელიც შერწყმულია პერიფერიულ-ვეგეტატურ-სისხლძარღვოვან ცვლილებებთან (ციანოზი, ჰიპერჰიდროზი, მტევნების ჰიპოთერმია).
4. ვიბრაციული დაავადების II ხარისხის დროს ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათია უფრო მკვეთრადაა გამოხატული და დიფუზური ხასიათისაა, პროცესი შეიძლება გავრცელდეს ქვემო კიდურებზე.
5. ცნობილია, რომ ზერელე მგრძნობელობის (უპირატესად ტკივილის) დაქვეითება შეიძლება აღინიშნებოდეს კიდურების როგორც დისტალურ, ისე პროქსიმალურ ნაწილებში და გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებზე. მსგავსი ცვლილებები ხშირად ფუნქციურ ხასიათს ატარებს და უკავშირდება ლიმბიკო-რეტიკულური წარმონაქმნების ფუნქციის ცვლილებებს. ამ დროს ჰიპალგეზიის ზონის ზრდა, როგორც წესი, არ არის პროცესის გამოხატულების ხარისხისა და შრომისუნარიანობის დაქვეითების მაჩვენებელი.
6. ვიბრაციული ეტიოლოგიის ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის, სხვა ეტიოლოგიის პოლინევროპათიებთან დიფერენცირებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: შრომის პირობებისა და მოქმედი ვიბრაციის პარამეტრების გათვალისწინებით პროცესის დინამიკა; ანგიოსპასტიკური რეაქციის ლოკალური ხასიათი (მათ შორის, სიცივის ცდაზე); ტკივილის და ვიბრაციული მგრძნობელობის მოშლა. ქრონიკული სენსომოტორული პოლინევრიტების და სხვა ეტიოლოგიის (ინფექციები, ეგზოგენური ინტოქსიკაციები, ინფექციური და ტოქსიკო-ალერგიული პროცესები და სხვ.) პოლინევროპათიების დროს ცვლილებები, ჩვეულებრივ, უფრო დიფუზური ხასიათისაა, პროცესში ქვემო კიდურების ჩართვით. რეინოს სინდრომი, როგორც წესი, ამ დროს არ აღინიშნება.
7. ვიბრაციული ეტიოლოგიის ლოკალურ ნეირო-სისხლძარღვოვან ცვლილებებს შეიძლება დაემატოს მხარ-კისრის პლექსოპათია, რომელიც ამძიმებს პროცესს (II ხარისხი). იგი ვითარდება თანდათან, როგორც წესი, ატარებს ცალმხრივ ხასიათს (ზემო კიდურების ორმხრივი ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის ფონზე) და დაკავშირებულია მნიშვნელოვან სტატიკურ-დინამიკურ დაძაბვასთან. დაავადების ეს ფორმა თანამედროვე პირობებში გვხვდება, ძირითადად, სამთამადნო წარმოების მუშებში. პირველ რიგში, ახდენენ მის დიფერენცირებას რადიკულოპათიასთან დაკავშირებულს კისრის მალების ოსტეოქონდროზთან, ტუნელის სინდრომსა და კისრის სიმპატიკურ ტრუნციტთან. სწორი დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია პროცესის დინამიკაში შესწავლ