მუხლი 24. 1.ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომს ახასიათებს ზემო კიდურებში ტკივილი, სისუსტე, ძალის დაქვეითება პარეზები, მტევნისა და წინამხრის კუნთების სუსტად გამოხატული ჰიპოტროფია, კუნთთა და პერიოსტალური რეფლექსების დაქვეითება, ან გამოვარდნა, პოლინევრიტული ტიპით, ზერელე მგრძნობელობის დაქვეითების ფონზე კუნთებისა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების მტკივნეულობა, გლობალური ელექტრომიოგრაფიის მონაცემებით„“სტრუქტურული ცვლილებები”, მამოძრავებელ ნერვებში აგზნების გატარების სიჩქარის შემცირება და მთელი რიგი ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები. ინფექციური პოლინევროპათიებისაგან განსხვავებით, ზემო კიდურებზე აღინიშნება პროცესის გამოხატულების ხარისხის ასიმეტრია. ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი და მგრძნობელობის მოშლა შეიძლება ერთდროულად აღინიშნებოდეს ქვემო კიდურებშიც, თუმცა ნაკლებად გამოხატულია და თან არ ერთვის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა. შესაძლებელია ისეთი სიმპტომატიკის არსებობაც, რომელიც მიუთითებს ზურგის ტვინის დაზიანებაზე (კისრის მიელოპოლინევროპათიის სინდრომი). დიფერენცირება, პირველ რიგში, ხდება ვერტებროგენული ეტიოლოგიის მიელოპათიებთან🔗