2. 1976 წლის კლასიფიკაციაში გამოყოფილი იყო პნევმოკონიოზების 6 ჯგუფი: სილიკოზი, სილიკატოზები (აზბესტოზი, ტალკოზი და სხვ.), მეტალოკონიოზები (ბერილიოზი, სიდეროზი და სხვ.), კარბოკონიოზები (ანთრაკოზი, გრაფიტოზი და სხვ.), პნევმოკონიოზები გამოწვეული შერეული მტვრის ზემოქმედებით (ანთრაკოსილიკოზი, სიდეროსილიკოზი, სილიკოსილიკატოზი, ელექტროშემდუღებელთა პნევმოკონიოზი და სხვ.), ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები - (ბამბის, კანაფის, მარცვლეულის და სხვ.).
3. აღნიშნული კლასიფიკაციის მიღების შემდგომ პერიოდში გამოქვეყნდა მრავალი მეცნიერული მონაცემი, რომლებიც ითვალისწინებენ დაავადების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკურ-ფუნქციურ, რენტგენოლოგიურ, მორფოლოგიურ და სხვა ასპექტებს. ამითაც შესაძლო გახდა დაზუსტება და პნევმოკონიოზებთან დაკავშირებული ადრინდელი შეხედულების ზოგიერთი საკითხის გადააზრება. დაკვირვებებმა დაგვანახა, რომ შერეული მტვრის ზემოქმედებით გამოწვეულ პნევმოკონიოზებს - ანთრასილიკოზს, სიდეროსილიკოზს და სილიკოსილიკატოზს გააჩნია სილიკოზის მიმდინარებასთან დიდი მსგავსება. ამასთან, მეტალოკონიოზების ჯგუფში გაერთიანებული პნევმოკონიოზები, ბერილიოზი, სიდეროზი და სხვა რენტგენოკონტრასტული პნევმოკონიოზები, არსებითად, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაგვანახეს, რომ თითქმის ყველა საწარმოო, აეროზოლის რთული შემადგენლობის მიუხედავად, პირობითად, შეიძლება დაიყოს მაღალი, ზომიერად ფიბროგენული, სუსტად-ფიბროგენული და ტოქსიკოალერგიული მოქმედების მტვრად. ეს პირობადებულია მოქმედი აეროზოლის და რომელიმე შემადგენელის უპირატესი ზეგავლენით, ფილტვებში მიმდინარე პათოგენური პროცესის განვითარებით. ამჟამად დაგროვილია მნიშვნელოვანი მასალა პნევოპკონიოზების მიმდიანრეობაში კლინიკურ იმუნოლოგიური, რენტგენოლოგიური, მორფოლოგიური და სხვა სახის ცვლილებების შესახებ, რაც ეტიოლოგიური, კლინიკურ-ფუნქციური, რენტგენოლოგიური, მორფოლოგიურ გამოვლინებათა და საწარმოო მტვრის ხასიათის გათვალისწინებით საშულებას იძლევიან დაავადების ფორმის დაზუსტებისა და გაფართოვებისათვის.
4. პნევმოკონიოზი არის საწარმოო მტვრის ზემოქმედებით გამოწვეული ფილტვების პროფესიული დაავადება, რომელიც გამოიხატება ქრონიკული დიფუზური პნევმონიტის შედეგად ფილტვის ქსოვილის ფიბროზულ გადაგვარებაში.
5. პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის სტრუქტურაში შენარჩუნებულია ძირითადი განყოფილებები: პნევმოკონიოზების ეტიოლოგიური დაჯგუფება; მათი რენტგენოლოგიური და კლინიკურ-ფუნქციური დახასიათებები. გარდა ამისა, კლასიფიკაციაში შეტანილია პნევმოკონიოზების პათო-მორფოლოგიური მონაცემების განყოფილება.
6. მოცემული კლასიფიკაციის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, მდგომარეობს პნევმოკონიოზების სისტემატიზაციის ახლებურ პრინციპში. ეს დამოკიდებულია მოქმედი სამრეწველო მტვრის ეფექტზე და არა მის ქიმიურ შემადგენლობაზე, რომელიც გამოიყენებოდა წინა კლასიფიკაციაში.
7. ახალი კლასიფიკაცია შეიცავს პნევმოკონიოზების 3 ჯგუფს. ყოველი მათგანი ხასიათდება პათოგენეზის, ჰისტოლოგიური მონაცემების, ფუნქციური, ციტოლოგიური და იმუნური თვისებების მსგავსებით. ეს უზრუნველყოფს რაციონალური თერაპიის და შრომითი მოწყობის უფრო სწორად გადაწყვეტას.
8. წინამდებარე კლასიფიკაციაში შეტანილია პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციით მოცემული რენტგენოლოგიური ნიშნების კოდირების კლომპლექსი. ამან გამორიცხა დაავადების სამი სტადიის არსებობის პირობითობა.
თავი III. პნევმოკონიოზების ეტიოლოგიური დაჯგუფება
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 2. 1. ამჟამად საქართველოში პნევმოკონიოზების დიაგნოსტიკაში გამოიყენება 1976 წლის კლასიფიკაცია, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივ არის შეტანილი პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციით გათვალისწინებული რენტგენ
თავი II — შესავალი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. 1. ზემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებაა. მას ახასიათებს ზემო კიდურებში
- მუხლი 22. 1. ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფიული ცვლილებებით ასევე ახასიათებს დაავადების II ხარისხს. იგი ვლინდება მიოფიბროდისტროფიული სინდრომით
- მუხლი 23. 1. ცერებრულ-ანგიოდისტონურ სინდრომს (ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დისტონია) ახასიათებს თავის ტკივილები, არასისტემური ხასიათის თავბრუსხვევა, პულსის ლაბილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა. დიდი სტაჟის მქონე
- მუხლი 24. 1.ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომს ახასიათებს ზემო კიდურებში ტკივილი, სისუსტე, ძალის დაქვეითება პარეზები, მტევნისა და წინამხრის კუნთების სუსტად გამოხატული ჰიპოტროფია, კუნთთა და პე
- მუხლი 25. 1. ვიბრაციული დაავადების III ხარისხისათვის დამახასიათებელი ნეირო-სისხლძარღვოვანი სინდრომი პრაქტიკაში შეიძლება შერწყმული იყოს თითქმის ყველა სხვა სინდრომთან. იგი მოცემულია კლასიფიკაციაში, ახასიათებს დაა
- მუხლი 1. 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში წარმოდგენილია პნევმოკონიოზების პათოგენეზის, კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები
- მუხლი 3. 1. პნევმოკონიოზების ახალი კლასიფიკაცია დაფუძნებულია, უპირატესად, საწარმოო მტვრის მოქმედებაზე და ორგანიზმის საპასუხო რეაქციაზე. იგი შეიცავს არა ექვს ჯგუფს, როგორც იყო ძველ კლასიფიკაციაში, არამედ – სამ
- მუხლი 4. 1. დაკვირვებებმა დაგვანახა, რომ მოქმედი მტვრის ერთგვაროვნების მიუხედავად, ვითარდება მეტ-ნაკლებად ერთმანეთისაგან განსხვავებული პნევმოკონიოზი, როგორც კლინიკურ-რენტგენოლოგიური სურათის, ასევე პათომორფოლოგ
- მუხლი 5. 1. პნევმოკონიოზები რენტგენოლოგიურად ხასიათდებიან ფილტვის ქსოვილის დიფუზური ფიბროზის, პლევრისა და ფილტვის კარში მიმდინარე ფიბროზული ცვლილებების მიხედვით. პნევმოკონიოზების თანამედროვე რენტგენოლოგიური და
- მუხლი 6. 1. პათომორფოლოგიური მონაცემების მიხედვით ყველა სახის პნევმოკონიოზი იყოფა ორ მორფოლოგიურ ფორმად: 1. პნევმოკონიოზის ინტერსტიციალური ფორმა. 2 პნევმოკონიოზის ინტერსტიციულ-გრანულომატოზური ფორმა
- მუხლი 7. 1. პნევმოკონიოზების კლინიკო-ფუნქციური დახასიათება ითვალსწინებს დაავადების კლინიკურ და ფუნქციურ სიმპტომებს: ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ფილტვების ემფიზემა, სუნთქვის ფუნქციის უკმარისობის (I, II, III ხარისხი)
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-2-2/