2. მაღალი ფიბროგენობის მქონე მტვრის მოქმედებით გამოწვეულ პნევმოკონიოზებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობა სილიკოზია, რომელიც ვითარდება თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის შესუნთქვის შედეგად. უპირატესად, სილიკოზი უვითარდება სამთამადნო მრეწველობის მუშებს (მბურღავები, გამყვანები, მნგრეველები და სხვ.). აგრეთვე მანქანათმშენებლობის მრეწველობაში დასაქმებულებს (სილისმჭარველები, მსხვრეველები, მეკაზმეები, მეკოპეები და სხვ.) ცეცხლგამძლე და კერამიკულ წარმოებაში პნევმოკონიოზი ვითარდება დინასის, შამოტის და სხვა ცეცხლგამძლე ნივთიერებების დამზადებისას გვირაბგამყვანებს, კაჟმიწის, გრანიტის დამმუშავებლებს, ქვიშის დამფრქვევებს და სხვ. სილიკოზის მეტად მძიმე ფორმები უვითარდებათ იმათ, ვინც მუშაობს თავისუფალი კაჟმიწის დიდი შემცველობის მტვერთან კონტაქტში. ასეთია ანთრაკო-სილიკოზი. იგი ვითარდება მათ შორის ისეთი მადნის მტვრის შესუნთქვისას, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს თავისუფალ კაჟმიწას. ესენი არიან ნახშირის მაღაროებში მომუშავეები (გამყვანები, მბურღავები და სხვ.), რომლებიც კლინიკურ-რენტგენოლოგიური მონაცემების მხრივ არ განსხვავდებიან სილიკოზისაგან.
3. არსებითად, მიახლოვებულია სილიკოზთან სიდერო-სილიკოზი, რომელიც გამოწვეულია რკინისა და კვარცის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემცველობის მტვრის ზემოქმედბით. იგი, ძირითადად, უვითარდებათ იმ მაღაროს მუშებს, რომლებიც მუშაობენ რკინის მოპოვებაზე, ფაიფურის, ქაშანურის და კერამიკულ მრეწველობაში, შამოტის წარმოებაში და სხვა ცეცხლგამძლე მასალებთან კონტაქტში მომუშავე პირებს სილიკო-სილიკატოზი სილიციუმის დიოქსიდის მაღალი შემცველობის მტვრის ზემოქმედებით.
4. სუსტი ფიბროგენობის მქონე მტვრით (რომელიც შეიცავს სილიციუმის დიოქსიდის 10%-ზე ნაკლები რაოდენობით) გამოწვეული პნევმოკონიოზები განეკუთვნებიან სხვადასხვა სახის პნევმოკონიოზების ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს, რომელშიც შედიან: ტალკოზი, ცემენტის მტვრისმიერი პნევმოკონიოზი, ქარსისმიერი პნევმოკონიოზი. ამავე ჯგუფში შედიან კარბოკონიოზები, რომლებიც ვითარდებიან ნახშირის სხვადასხვა სახეობის (გრაფიტი, ჭვარტლი, კოქსი) შემცველი მტვრის შესუნთქვით. კარბოკონიოზები ხასიათდებიან, უპირატესად, ზომიერი იტერსტიციური ფიბროზის განვითარებით. ამ ჯგუფში ყველაზე გავრცელებული პნევმოკონიოზია ანთრაკოზი. იგი უვითარდებათ ნახშირის მოპოვებაზე დაავადებულ მუშებს. აგრეთვე ნახშირის მტვრის შესუნთქვის შედეგად გამამდიდრებელი ფაბრიკების და ზოგიერთი სხვა საწარმოთა მუშებს.
5. სუსტი ფიბროგენების მტვრისმიერ პნევმოკონიოზებს მიეკუთვენება ელექტრო და აირშემდუღებელთა პნევმოკონიოზებიც. ამ შემთხვევაში, ძირითადად, იგულისხმება რენტენოკონტრასტული მტვრის ჩალაგება ფილტვებში (მეზუმფარეების, მხეხავების, მჭვარტლის კომბინირებული მოქმედებით გამოწვცეული პნევმოკონიოზი, ტალკის, რეზინის და მისი კომპონენტების ნარევისმიერი პნევმოკონიოზების და სხვ. ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიურად სახეზეა მცირე მომრგვალო (რენტგენოკონტრასტულობის ეფექტი) და უსწორო ფორმის ზოლებისმაგვარი (ინტერსტიციული ტიპის) დაჩრდილვები. ელექტროშემდუღებელთა და აირშემდუღებელთა პნევმოკონიოზების ეტიოლოგიურ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს არა მარტო რკინის ოქსიდების მტვერი, არამედ სხვა მეტალების აეროზოლებიც, (მანგანუმი, კობალტი, ქრომი, ალუმინი და სხვა)აგრეთვე სილიციუმის დიოქსიდიც.
6. აზბესტოზი ვითარდება აზბესტის მტვრის ზემოქმედების შედეგად. აზბესტი თავისი თვისებების გამო, გამოიყენება პრაქტიკულად სახალხო მეურნეობის ყველა დარგში. მისი აზბესტექნიკური და აზბესტოქსოვილის ნაკეთობები გამოიყენებიან საავიაციო, საავტომობილო, სატრაქტორო, ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის დარგებში, გემთმშენებლობასა და მანქანათმშენებლობაში. აზბესტოზი შეიძლება განვითარდეს მისი მოპოვების, დამუშავებისა და გამოყენების პირობებში.
7. ჰიპერმგრძნობიარე პნევმონიტის – პნევმოკონიოზის ტიპური წარმომადგენელია ტოქსიკო-ალერგიული აეროზოლისმიერი დაავადება – ბერილიოზი, რომელიც ვითარდება ბერილიუმის ძნელადხსნადი ნაერთების მოქმედებით. ჰიპერმგრძნობიარე პნევმონიტების წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა გახდეს ორგანული წარმოშობის სხვა საწარმოო მტვრის აეროზოლებიც, რომლებიც შეიცავენა ალერგიულ კომპონენტებს (მეტალოალერგენები, პლასტმასის და სხვა პოლიმერული მასალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების) აეროზოლებს.
8. დაავადება უვითარდებათ სხვადასხვა პროფესიის პირებს, რომლებიც კონტაქტში არიან ალერგიული მოქმედების საწარმოო აეროზოლებთან. ამასთან, პათოლოგიური პროცესის განვითარებისათვის მტვრის კონცენტრაციას არა აქვს გადამჭრელი მნიშვნელობა. იგი შეიძლება წარმოიშვას ალერგენის უმნიშვნელო, მაგრამ ხანგრძლივი და მუდმივი ზემოქმედებით. უნდა ვიფიქროთ, რომ დაავადების მიზეზი მდგომარეობს პიროვნების ქსენობიოტიკების მიმართ მგრძნობელობაში, რაც გამოწვეულია იმუნური სისტემის ანომალიით.
თავი IV. პნევმოკონიოზების რენტგენოლოგიური დახასიათებ