ა) მაღალი და ზომიერად ფიბროგენული მტვრის ზემოქმედებით განვითარებული პნევმოკონიოზები. (თავისუფალი სილიციუმის დიოქსიდის 10%-ზე მეტი შემცვლობით) სილიკოზი და თავისი მნიშვნელობით მასთან მიახლოვებული ანთრაკოსილიკოზი, სილიკო-სიდეროზი, სილიკოსილიკატოზი, ეს პნევოკონიოზები ხასიათდებიან ფიბროგენული პროცესის პოგრესირებით და ტუბერკულიოზური ინფექციით გართულებისაკენ მიდრეკილებებით;
ბ) სუსტი ფიბროგენობის მტვრისმიერი პნევმოკონიოზები (სილიციუმის დიოქსიდის 10%-ზე ნაკლები შემცველობით ან მის გარეშე). ამ სახის პნევმოკონიოზებს განეკუთვნებიან სილიკატოზები (აზბესტოზი, ტალკოზი, კაოლინოზი, ოლივინოზი, ნეფელინოზი), ცემენტის მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზი, ქარსისმიერი პნევმოკონიზი, რკინის ნაკეთობათა მხეხავებისა და მეზუმფარეების პნევმოკონიოზი, რენტგენოკონტრასტული მტვრისმიერი პნევმოკონიოზები (სიდეროზი, ელექტროშემდუღებელთა, აირშემდუღებელთა პნევმოკონიოზი, ბარიტოზი, სტანიოზი, მანგანოკონიოზი და სხვა). პნევმოკონიოზების ეს ფორმები ხასიათდებიან ზომიერად გამოხატული ფიბროზით. შედარებით კეთილთვისებიანი და ნაკლებად პროგრესირებადი მიმდინარეობით, რაც ზოგჯერ გართულებულია არასპეციფიკური ინფექციით, ქრონიკული ბრონქიტით. ეს ძირითადად, განსაზღვრავს ავადმყოფთა მდგომარების სიმძიმეს;
გ) ტოქსიკურ-ალერგიული მოქედების აეროზოლებით გამოწვეული პნევმოკონიოზები (მეტალო-ალერგენების, პლასტმასებისა და სხვა პოლიმერული მასალების შემცველი მტვერი, აგრეთვე ორგანული წარმოშობის მტვერი და სხვა) – ბერილიოზი, ალუმინოზი, ფერმურის ფილტვი და სხვა ზემგრძნობიარე პნევმოკონიოზები. ამ სახის პნევმოკონიოზებისას ფილტვის ქსოვილში მიმდინარე გავრცობილი ინტერსტიციალური, ან გრანულომატოზური პროცესი განსხვავდება თავისებური კლინიკური მიმდინარეობით, რის საფუძველსაც წარმოადგენს იმუნოპათოლოგიური მდგომარეობა. იგი ვლინდება ბრონქო-ბრონქიოლიტის და ალვეოლიტის საწყის სტადიებში, განიცდის პროგრესირებას და გადაიზრდება დიფუზურ პნევმოფიბროზში