2. ვიბრაციული ეტიოლოგიის ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი, რომელიც ვითარდება ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის და პერიფერიული სისხლძარღვოვანი მოშლილობის ფონზე, ხშირად დიფერენცირდება ცერებრულ ათეროსკლეროზთან, ვერტებრო-ბაზილარულ სისხლძარღვოვან უკმარისობის კლინიკურ სურათსა და კისრის სიმპატიკურ სინდრომთან (ბარრე-ლეუ). ეს უკანასკნელი ხშირად ვითარდება ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზთან დაკავშირებით, თუმცა მათი ეტიოლოგია განსხვავებულია.
3. ვიბრაციული დაავადების მკვეთრად გამოხარული ფორმა (III ხარისხი) ნაკლებად გვხვდება და უვითარდებათ იმ პროფესიული ჯგუფის მუშებს, რომლებიც განიცდიან ლოკალური ვიბრაციისა და სხვა მავნე პროფესიული ფაქტორების ერთდროულ მოქმედებას (სამთამადნო წარმოების მუშები, შემომჭრელები და სხვ.).
4. დაავადების ეს ფორმა ვლინდება ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომით, პოლინევროპათიით ცერებრული და პერიფერიული ხასიათის დიფუზური, დისცირკულატორული სისხლძარღვოვანი დარღვევებით.
5. ზემო და ზოგჯერ ქვემო კიდურების პერიფერიული ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებების ფონზე აღინიშნება მიკროკეროვანი ცერებრული სიმპტომატიკა ასთენიით. შესაძლებელია გამოვლინდეს ვერტებრობაზილარული სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები, ღეროვანი, ჰიპოთალამური, ან ვეგეტატურ-ვესტიბულური ხასიათის სიმპტომები, რაც მიუთითებს დისცირკულაციურ ენცეფალოპათიის ჩამოყალიბებაზე. იგი ვითარდება ენცეფალოპოლინევროპათიის სინდრომის სახით პერიფერიული პოლინევროპათიის ფონზე.
6. ცალკეულ შემთხვევებში პროცესი პროგრესირებს რეინოს სინდრომის ტიპით მიმდინარე გენერალიზებული ანგიოსპასტიკური მოვლენების ხარჯზე. აკროანგიოსპაზმის შეტევები ვითარდება როგორც მტევნებზე, ასევე-ტერფებზეც. განსხვავებით რეინოს დაავადებისაგან, ვიბრაციული გენეზის გენერალიზებული აკროსპაზმი უკვე კარგად გამოხატული პოლინევროპათიის ფონზე ზემო კიდურებში ვითარდება. პოლინევროპათიის სინდრომი გენერალიზებული აკროანგიოსპაზმით შეიძლება განვითარდეს მაღალი სიხშირის ინტენსიური ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 23. 1. ცერებრულ-ანგიოდისტონურ სინდრომს (ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დისტონია) ახასიათებს თავის ტკივილები, არასისტემური ხასიათის თავბრუსხვევა, პულსის ლაბილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა. დიდი სტაჟის მქონე
თავი VIII — ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
- მუხლი 16. ზომიერად გამოხატული – II ხარისხი
- მუხლი 19. 1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი გვხვდება სხვადასხვა სიხშირის ლოკალური ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედებისას. მისი კლინიკური სურათი ხასიათდება ზემო კიდურების პარესთეზიებით და მსუბუქად გამოხატული ტკი
- მუხლი 20. 1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი ხშირი აკროანგიოსპაზმით გვხვდება დიდი სტაჟის მქონე მუშებში,რომლებიც განიცდიან მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციისა და გადაციების ერთდროულ მოქმედებას. თუმცა, ცალკ
- მუხლი 21. 1. ზემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი ლოკალური ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ერთ-ერთი ძირითადი გამოვლინებაა. მას ახასიათებს ზემო კიდურებში
- მუხლი 22. 1. ზემო კიდურების ვეგეტატურ-სენსორული პოლინევროპათიის სინდრომი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფიული ცვლილებებით ასევე ახასიათებს დაავადების II ხარისხს. იგი ვლინდება მიოფიბროდისტროფიული სინდრომით
- მუხლი 24. 1.ზემო კიდურების სენსომოტორული პოლინევროპათიის სინდრომს ახასიათებს ზემო კიდურებში ტკივილი, სისუსტე, ძალის დაქვეითება პარეზები, მტევნისა და წინამხრის კუნთების სუსტად გამოხატული ჰიპოტროფია, კუნთთა და პე
- მუხლი 25. 1. ვიბრაციული დაავადების III ხარისხისათვის დამახასიათებელი ნეირო-სისხლძარღვოვანი სინდრომი პრაქტიკაში შეიძლება შერწყმული იყოს თითქმის ყველა სხვა სინდრომთან. იგი მოცემულია კლასიფიკაციაში, ახასიათებს დაა
- მუხლი 1. 1. წინამდებარე მეთოდური მითითებები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში წარმოდგენილია პნევმოკონიოზების პათოგენეზის, კლინიკისა და დიაგნოსტიკის საკითხები
- მუხლი 2. 1. ამჟამად საქართველოში პნევმოკონიოზების დიაგნოსტიკაში გამოიყენება 1976 წლის კლასიფიკაცია, რომელშიც მხოლოდ ნაწილობრივ არის შეტანილი პნევმოკონიოზების საერთაშორისო კლასიფიკაციით გათვალისწინებული რენტგენ
- მუხლი 3. 1. პნევმოკონიოზების ახალი კლასიფიკაცია დაფუძნებულია, უპირატესად, საწარმოო მტვრის მოქმედებაზე და ორგანიზმის საპასუხო რეაქციაზე. იგი შეიცავს არა ექვს ჯგუფს, როგორც იყო ძველ კლასიფიკაციაში, არამედ – სამ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-23/