1. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი ხშირი აკროანგიოსპაზმით გვხვდება დიდი სტაჟის მქონე მუშებში,რომლებიც განიცდიან მაღალი და საშუალო სიხშირის ვიბრაციისა და გადაციების ერთდროულ მოქმედებას. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ხშირი ანგიოსპაზმი შეიძლება აღენიშნოთ შედარებით მცირე სტაჟის მქონე მუშებს, რომლებიც განიცდიან მაღალი სიხშირის ლოკალური ვიბრაციის ინტენსიურ მოქმედებას, რაც იწვევს მომუშავის პროფესიული შრომისუნარიანობის დაქვეითებას საერთო შრომისუნარიანობის შენარჩუნებით.
2. პერიფერიული ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი ცვლლილებები დაავადების პროგრესირებისას (II ხარისხი) შეიძლება გამოვლინდეს არა მარტო ხშირი აკროანგიოსპაზმის, არამედ მტევნებში (განსაკუთრებით თითებში) მყარი ტროფიკული დარღვევების სახით. ამ დროს აღინიშნება ხელის თითების შეშუპება, კანისა და ფრჩხილების ცვლილებები, მტევნების ციანოზი, პასტოზურობა და სხვ.
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 20
თავი VIII — ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002. გამოქვეყნება: სსმ, 97, 30/09/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-20/