1.სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი დაავადების ზომიერი გამოვლინებისას პროცესში ზემო კიდურების ჩართვით ღებულობს უფრო დიფუზურ ხასიათს. ზერელე ტიპით მგრძნობელობის დარღვევები შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც (ტანი, თავი). ზოგჯერ მას ერთვის ქერქული სიმპტომები (პოლირადიკულო-ნევროპათიის სინდრომი). ამ დროს დამახასიათებელია წელ-გავის პოლირადიკულო-ნევროპათიის სინდრომი. ამავდროულად, შესაძლებელია კისრის პოლირადიკულო-ნევროპათიის სინდრომის არსებობაც, განსაკუთრებით ვიბრაციის კომბინირებული მოქმედებისას.
2. ხერხემლის წელის მალების ოსტეოქონდროზის კლინიკურ გამოვლინებებს შორის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მეორად წელ-გავის რადიკულიტს (მეორადი ფესობრივი სინდრომი). ოსტეოქონდროზი მეორადი წელ-გავის რადიკულიტით, რომელიც ვითარდება ვიბრაციული გენეზის სხვა პერიფერიულ ნერვულ-სისხლძარღვოვანი დარღვევების ფონზე (ანგიოდისტონური და პოლინევროპათიის სინდრომები), ხშირად მუშაობის დიდი სტაჟის მქონე მძიმეტონიანი სატვირთო ტრანსპორტის და თვითმავალი მოწყობილობების მძღოლებში გვხვდება.
3. ერიფერიული ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები ხშირად შერწყმულია ნევრასთენიის ტიპით მიმდინარე ნერვული სისტემის ფუნქციურ დარღვევებთან.
4. ამრიგად, ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ზომიერად გამოხატულ გამოვლინებას (II ხარისხი) ახასიათებს მთელი რიგი სინდრომების თანაარსებობა, კერძოდ: ქვემო კიდურებში პერიფერიული ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები, რომელიც დამახასიათებელია დაავადების საწყისი გამოვლინებისათვის (I ხარისხი) და კლინიკური სინდრომები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე პროცესის გავრცელებაზე მიუთითებენ.
5. ვიბრაციული დაავადების გამოხატული გამოვლინება (III ხარისხი) თანამედროვე შრომის პირობებში შედარებით იშვიათად გვხვდება. იგი, ძირითად ვლინდება შემდეგი სინდრომების სახით: პერიფერიულ პოლინევროპათიასთან (ენცეფალო-პოლინევროპათიის სინდრომი) შერწყმული სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი და დისცირკულატორული ენცეფალოპათიის სინდრომი