1. ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი ხასიათდება იშვიათი ან ხშირი თავის ტკივილით, არასისტემატური ხასიათის თავბრუსხვევით, პულსის ლაბილობით, არტერიული წნევის არასტაბილურობით. ავადმყოფებს აღენიშნებათ თვალის ფსკერის სისხლძარღვთა ცვლილებებით (ბადურის ანგიოპათია), მყარი არტერიული ჰიპერტონია, რეოენცეფალოგრაფიის მონაცემებით სისხლსავსეობის მაჩვენებლის ლაბილურობა. აღნიშნული ცვლილებები ხშირად ერწყმის ნევრასთენიული ხასიათის ნიშნებს და ვეგეტატურ დისფუნქციას, როგორიცაა: დაღლილობა, გაღიზიანებადობა, უძილობა, ოფლიანობა, გულის არეში მსუბუქი ტკივილი და სხვ.
2. უნდა აღინიშნოს, რომ ცერებრულ-ანგიოდისტონიური სინდრომი გამოირჩევა კლინიკური ნიშნების გამოვლინების არამდგრადობით. თანამედროვე ტექნიკის პირობებში, ორგანიზმზე ზოგადი ვიბრაციის მოქმედებისათვის მყარი იზოლირებული ცერებრულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებები არ არის დამახასიათებელი, თუმცა სხვადასხვა ეტიოლოგიის ცერებრული ანგიოდისტონიის დიფერენციალური დიაგნოზისას მათი პოლიეტიოლოგიურობა და მოსახლეობაში ფართოდ გავრცელება აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 8. ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი
თავი V — ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია, ძირითადი კლინიკური სინდრომები. ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სი
- მუხლი 2. 1. პროფესიულ დაავადებათა შორის ვიბრაციულ დაავადებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. დაავადების განვითარების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს საწარმოო ვიბრაცია. ისეთი თანმხლები საწარმოო ფაქტორებ
- მუხლი 3. 1. ზოგადი ვიბრაციის მოქმედება იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის თითქმის ერთდროულ დაზიანებას. აღწერილია მთელი რიგი გამოხატული ცერებრული სინდრომები (ღეროვანი, ვესტიბულური, ჰიპოთალამური დ
- მუხლი 5. ზომიერად გამოხატული – II ხარისხი
- მუხლი 7. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 9. ვეგეტატურ-ვესტიბულური სინდრომი
- მუხლი 10. ქვემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 11. ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 12. სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 13. სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-8/