1. ქვემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომისათვის დამახასიათებელია: ქვემო კიდურებში დიფუზური ტკივილები, პარესთეზიები, კიდურების დისტალურ ნაწილებში, პოლინევრიტული ტიპის ჰიპალგეზიის განვითარება, ტკივილითი მგრძნობელობის დაქვეითება, ტერფის ჰიპოთერმია, ციანოზი, აკროჰიპერჰიდროზი, ვიბრაციული მგრძნობელობის ზღურბლის მომატება, ტაქტილური და ტემპერატურული მგრძნობელობის უმნიშვნელო დაქვეითება, ზოგჯერ კუნთის გამძლეობის მაჩვენებლის შემცირება, სუსტად გამოხატული სისხლძარღვოვანი ცვლილებები, რომლებიც პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომისათვისაა დამახასიათებელი.
2. ზემოთ აღნიშნული პათოლოგიური ძვრები შეიძლება გავრცელდეს როგორც ქვემო, ასევე ზემო კიდურებშიც, განსაკუთრებით ვიბრაციის კომბინირებული (ზოგადი და ლოკალური) მოქმედების შემთხვევაში, რაც ამძიმებს პათოლოგიურ პროცესს (II ხარისხი)