1. ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი მიეკუთვნება ვიბრაციული დაავადების ზომიერად გამოხატულ გამოვლინებას (II ხარისხი). მისთვის დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, დაბუჟება და ქვემო კიდურებში პარესთეზიები, ზოგჯერ ტერფის თითების გათეთრების შეტევები. მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი, ვითარდება “გულის შეწუხების” შეტევები, ძლიერდება აგზნებადობა, შეტევების დროს აღინიშნება გულისრევა, მეხსიერების ხანმოკლე გამოვარდნა, თავბრუ და საერთო ოფლიანობა. შესაძლებელია დიენცეფალური სინდრომის ჩამოყალიბება. ზოგჯერ ადგილი აქვს თერფის დორზალური არტერიების პულსაციის ასიმეტრიას ან სრულ გაქრობას