1. ვეგეტატურ-ვესტიბულური სინდრომი წარმოადგენს ცერებრულ-ანგიოდისტონიური ცვლილებების ნაირსახეობას. მისი დამოუკიდებელ ფორმად გამოყოფა დაკავშირებულია ვესტიბულური ანალიზატორის სპეციფიურ თავისებურებაზე, კერძოდ, ვიბრაციულ და ვესტიბულურ დატვირთვაზე პირველად რეაგირებაზე. ეს სინდრომი ხშირად არამდგრადი ხასიათისაა, მისი ნიშნები განსაკუთრებით ტრანსპორტით მგზავრობისას ძლიერდება. ამის გამო ხდება “რყევის” სინდრომისაგან მისი დიფერენცირება. ამ დროს რომბერგის პოზაში და სიარულისას აღინიშნება არასისტემური თავბრუსხვევა, ნისტაგმოიდი, არამდგრადობა, ბუნებრივ და ექსპერიმენტულ დატვირთვაზე ვესტიბულო-ვეგეტატიური რეაქციის მომატება. პროცესის გაღრმავებისას (II ხარისხი) მოცემული სინდრომი დამოუკიდებლად არ ვლინდება და შედის ცერებრული ანგიოდისტონური სინდრომის სტრუქტურაში, იზოლირებული ფორმით, არც ეს უკანასკნელია გამოხატული, იგი შერწყმულია პერიფერიულ ნერვულ-სისხლძარღვოვან ცვლილებებთან
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 9. ვეგეტატურ-ვესტიბულური სინდრომი
თავი V — ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია, ძირითადი კლინიკური სინდრომები. ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სი
- მუხლი 2. 1. პროფესიულ დაავადებათა შორის ვიბრაციულ დაავადებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. დაავადების განვითარების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს საწარმოო ვიბრაცია. ისეთი თანმხლები საწარმოო ფაქტორებ
- მუხლი 3. 1. ზოგადი ვიბრაციის მოქმედება იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის თითქმის ერთდროულ დაზიანებას. აღწერილია მთელი რიგი გამოხატული ცერებრული სინდრომები (ღეროვანი, ვესტიბულური, ჰიპოთალამური დ
- მუხლი 5. ზომიერად გამოხატული – II ხარისხი
- მუხლი 7. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 8. ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 10. ქვემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 11. ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 12. სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 13. სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-9/