2. იმის გათვალისწინებით, რომ აპერიოდულ, ბიძგისმაგვარ, არასინუსოიდურ ვიბრაციებს დღემდე არ დაუკარგავთ ისეთი ჰიგიენური ფაქტორის მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს ხერხემლის, წელ-გავის ნერვული ფესვების მიკროტრავმატიზაციას, კლასიფიკაციაში ასევე მოცემულია ხერხემლის წელის მალების ოსტეოქონდროზის (წელ-გავის რადიკულიტი) ძირითადი კლინიკური გამოვლინებანი.
3. თანამედროვე შრომის პირობებში ზოგადი ვიბრაციის დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ პერიფერიული ნერვულ-სისხლძარღვოვანი ცვლილებების (როგორიცაა ანგიოდისტონური სინდრომი ან ქვემო კიდურების (ვეგეტო-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი) ფორმირების გარეშე დამოუკიდებლად გამოიწვიოს ხერხემლის ოსტეოქონდროზი. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პროფესიებისათვის დამახასიათებელია ზოგადი ვიბრაციის ზღვრულად დასაშვები დონეების უმნიშვნელო მომატება, რაც დაავადების ნელ განვითარებას განაპირობებს. მისი საწყისი სინდრომები შეიძლება მეტნაკლებად იზოლირებული ფორმით განვითარდეს.
4. ვიბრაციული დაავადების ზომიერად გამოხატული გამოვლინებისათვის უმეტესად დამახასიათებელია შესაბამისი სინდრომების თანაარსებობა, რაც პირობადებულია პათოლოგიურ პროცესში სენსომოტორული და სხვა სისტემების დიფუზური ჩართვით. ამრიგად, პათოლოგიური პროცესის ხარისხზე დამოკიდებულებით ვიბრაციული დაავადების ფორმირება ადგილობრივი ცვლილებების გაღრმავებისა მისი ორგანიზმის სხვა უბნებზე და ორგანოთა სისტემებზე გავრცელების ხარჯზე ხდება. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ვიბრაციული დაავადების განვითარებასა და დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიბრაციული ფაქტორის მოქმედების ხანგრძლივობას (სამუშაო ცვლის განმავლობაში ვიბრაციასთან კონტაქტის დრო და სტაჟი), ვიბრაციულ პარამეტრებს, მისი მოდების ადგილს.
5. თანამედროვე შრომის პირობების, ზოგადი ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადების კლინიკისა და პათოგენეზის გათვალისწინებით, ვიბრაციული დაავადება უნდა შეფასდეს როგორც კომბინირებული ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული დაავადება (ზოგადი და ლოკალური – ქვემო კიდურებზე და ბევრი პროფესიისათვის ზემო კიდურებზეც).
6. ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაციაში გამოყოფენ საწყისს (მსუბუქი გამოვლინება) – I ხარისხი; ზომიერად გამოხატულს – II ხარისხი და გამოხატულს - III ხარისხის ფორმებს.
ა) ვიბრაციული დაავადების I ხარისხის ქვეშ იგულისხმება დაავადების საწყისი – მსუბუქი გამოვლინება, რომლის დროსაც ორგანიზმის მამოძრავებელი ფუნქცია არ არის დარღვეული, მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და შრომის უნარიანობა შენარჩუნებულია.
ბ) ვიბრაციული დაავადების II ხარისხი – ზომიერად გამოხატული პათოლოგიური პროცესია. ამ დროს ქვეითდება მომუშავის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფუნქციური მაჩვენებლები, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობები, სოციალური აქტივობა და პროფესიული თვალსაზრისით შრომისუნარიანობა;
გ) ვიბრაციული დაავადების III ხარისხი (ძალიან იშვიათი ფორმა) გამოხატული პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ადგილი აქვს დაავადებულის როგორც პროფესიული, ისე საერთო შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
7. ქვემოთ ძირითადი სინდრომების გამოხატულების ხარისხის გათვალისწინებით მოცემულია ზოგადი ვიბრაციის მოქმედებით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლასიფიკაცია.
ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 18.09.2002
მუხლი 3. 1. ზოგადი ვიბრაციის მოქმედება იწვევს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის თითქმის ერთდროულ დაზიანებას. აღწერილია მთელი რიგი გამოხატული ცერებრული სინდრომები (ღეროვანი, ვესტიბულური, ჰიპოთალამური დ
თავი III — ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული
თავი IV. ზოგადი ვიბრაციით გამოწვეულივიბრაციული დაავადების კლასიფიკაცი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. 1. მეთოდურ მითითებაში წარმოდგენილია ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების ზოგადი დახასიათება, კლასიფიკაცია, ძირითადი კლინიკური სინდრომები. ვიბრაციული დაავადების დიაგნოზის და სი
- მუხლი 2. 1. პროფესიულ დაავადებათა შორის ვიბრაციულ დაავადებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. დაავადების განვითარების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს საწარმოო ვიბრაცია. ისეთი თანმხლები საწარმოო ფაქტორებ
- მუხლი 5. ზომიერად გამოხატული – II ხარისხი
- მუხლი 7. პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 8. ცერებრულ-ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 9. ვეგეტატურ-ვესტიბულური სინდრომი
- მუხლი 10. ქვემო კიდურების სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 11. ცერებრულ-პერიფერიული ანგიოდისტონური სინდრომი
- მუხლი 12. სენსორული (ვეგეტატურ-სენსორული) პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 13. სენსო-მოტორული პოლინევროპათიის სინდრომი
- მუხლი 14. 1. ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების კლინიკური თავისებურებები და სინდრომების გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია მოქმედი ვიბრაციის ხასიათზე, მუშაობის სტაჟზე, სამუშაო ცვლის განმავლობა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული დაავადების და პნევმოკონიოზების კლასიფიკაციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №264/ნ, 18.09.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.495 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54430/muxli-3/